7.მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1.მანგანუმი

კითხვა:

როგორ ბუნებას ავლენს MnO2 ტუტეებთან და ფუძე ოქსიდებთან მაღალ ტემპერატურაზე შელღობისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

 

პასუხი:

ბუნებრივი მინერალი პიროლუზიტი - MnO2, მანგანუმის ნაერთებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ქიმიური რეაგენტების მიმართ მდგრადი ნაერთია. ჩვეულებრივ პირობებში მასზე არც მჟავები მოქმედებს და არც ტუტეები. MnO2  მჟავა ოქსიდის ბუნებას ავლენს ტუტეებთან და ფუძე ოქსიდებთან მაღალ ტემპერატურაზე შელღობისას:

MnO2 + CaO → CaMnO3

 ჰაერზე გახურებისას CaMnO3 იჟანგება მანგანატის წარმოქმნით:

2 CaMnO3 + O2 → 2 CaMnO4

მანგანუმის დიოქსიდზე განზავებული მჟავები არ მოქმედებს. ცხელ კონცენტრირებულ მარილმჟავასა და გოგირდმჟავასთან MnO2 რეაგირებს ჟანგვითი რიცხვის ცვლილებით, სადაც ის მჟანგავის როლს ასრულებს:

MnO2 + 4 HCl → MnCl2 + Cl2 + 2 H2O

       2 MnO2 + 2 H2SO4 → 2 MnSO4 + O2 + 2 H2O

 

ხსნარში Mn4+-იონები არ არსებობს.