7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
მანგანუმის რომელ ნაერთებს იცნობთ მისი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? როგორ კლასტერულ კომპლექსს წარმოქმნის მანგანუმი ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან? დაწერეთ შესაბამისი ნაერთის ქიმიური ფორმულა.
პასუხი:
როგორც ცნობილია, d-ელემენტები ნულოვან ჟანგვით რიცხვს ავლენენ σs-დონორული და π-აქცეპტორული ლიგანდების მქონე ნაერთებში. მანგანუმისა და მისი ანალოგებისათვის ცნობილია E2(СО)10 შედგენილობის კარბონილები:
ეს ნაერთები დიამაგნიტურია, აქედან გამომდინარე, ნულოვანი ჟანგვითი რიცხვისას მანგანუმისა და მისი ანალოგების ატომების ელექტრონული კონფიგურაციაა d7:
მანგანუმის კარბონილის - Mn2(CO)10-ს წარმოქმნა შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: მანგანუმის Mn(0) ატომი ხუთი თავისუფალი 3d-, 4s-, 4p-ორბიტალის ხარჯზე იერთებს CO-ს ხუთ მოლეკულას დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით. ამ დროს წარმოიქმნება Mn(CO)5 რადიკალი. Mn-CO ბმის მდგრადობა იზრდება p-დატიური ურთიეთქმედების (Mn→CO) ხარჯზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მანგანუმის ატომის 3d-ელექტრონული წყვილები და СО-ს მოლეკულის π*-ორბიტალები. მანგანუმის ატომის გაუწყვილებელი ელექტრონების ხარჯზე წარმოიქმნება Mn-Mn σ-ბმა, ამიტომ Mn(CO)5 რადიკალები ერთიანდებიან Mn2(CO)10 მოლეკულად.