6.მე-6 ჯგუფის ელემენტები
6.1.ქრომი
კითხვა:
როგორ აიხსნება Cr2(SO4)3-ისდა (NH4)2S-ის წყალხსნარების ურთიერთქმედებით Cr(OH)3-ის ნალექის გამოყოფა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
ქრომ(III)-ის სულფიდი არ არსებობს წყალხსნარში, რადგან ის, როგორც სუსტი ფუძისა და სუსტი მჟავას მარილი, სრულ ჰიდროლიზს განიცდის. ჰიდროლიზის შეუქცევადი პროცესის შედეგად დაილექება მისი პროდუქტი –H ქრომ(III)-ის ჰიდროქსიდი (Cr(OH)3):
Cr2(SO4)3 + 3 (NH4)2S + 3 H2O→ 2 Cr(OH)3 + 3 (NH4)2SO4 + 3 H2S