1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა პროცესებს ეფუძნება მოლეკულური წყალბადის მიღების მეთოდები?

 

პასუხი:

წყალბადის მიღების ლაბორატორიული ხერხები:

  • ზოგიერთ მეტალზე მჟავას მოქმედება: ამ მიზნით, ძირითადად, იყენებენ თუთიას, ხოლო მჟავებიდან - განზავებულ გოგირდმჟავას ან მარილმჟავას (კიპის აპარატში):

Zn + 2HCl → ZnCl2 + H2

Zn + 2H+ → Zn2+ + H2 (იონურად)

  • კალციუმის მოქმედებით წყალთან:

Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2

  • წყლის ელექტროლიზით (ქიმიურად სუფთა წყალბადის მიღება):

 

  • ელექტროამტარობის გასაზრდელად წყალს გარკვეული რაოდენობით ისეთ ელექტროლიტს უმატებენ, რომელიც არ მონაწილეობს ელექტროლიზის პროცესში, მაგალითად, Na2SO4-ს.
  • ტუტის ხსნარის ალუმინთან ან თუთიასთან ურთიერთქმედებით:

2 Al + 2 NaOH + 10 H2O → 2 Na[Al(OH)4(H2O)2] + 3 H2

Zn + 2 KOH + 2 H2O → K2[Zn(OH)4] + H2

 

წყალბადის მიღების სამრეწველო ხერხები:

  • მეთანის ურთიერთქმედება წყლის ორთქლთან:

 

  • გავარვარებულ ნახშირზე წყლის ორთქლის გატარება ((ნარევის ე.წ. “წრთობით” –სწრაფი გაცივებით)

მიღებულ აირთა ნარევს “წყალაირი” ეწოდება, რომლის გახურებულ Fe2O3-ზე გატარებით მიიღება წყალბადის და CO2-ის ნარევი:

ნარევს ატარებენ წყალში მაღალი წნევის ქვეშ; CO2 მასში იხსნება და მიიღება სუფთა წყალბადი.

  • წყლის ორთქლის დაშლა გავარვარებული რკინის ზედაპირზე:

 Fe + H2O  → FeO + H2↑ (<570 °C)

3 Fe + 4 H2O → Fe3O4 + 4 H2 (>570 °C)

  • იონური ჰიდრიდების ურთიერთქმედება წყალთან:

CaH2 + 2H2O → Ca(OH)2 + 2H2

  • NaCl ან KCl გარკვეული კონცენტრაციის (25-26 %-იანი) წყალხსნარის ელექტროლიზი
    (იხ. ქლორი):

2 NaCl + 2 H2O → 2 NaOH + H2↑ + Cl2