მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 1 ნომერი: 1

 

  რედაქტორისაგან  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   9-10

რედაქტორისაგან

ელიზბარ ელიზბარაშვილი

რეზიუმე: სამეცნიერო, პოპულარული და შემეცნებითი ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა ქიმიისა და ქიმიკოსების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტმედია, არ არის განებივრებული კარგი პროფესიული ჟურნალებით. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, გთავაზობთ ახალ სამეცნიერო, პოპულარულ და შემეცნებით ჟურნალს - „ქიმიის უწყებანი“.

გამოქვეყნებულია: 24-02-2013  |  ნანახია: 3650-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   9-11

გიჟების კოშკი (ქაფპლასტის ისტორია)

ქეთევან კუპატაძე

რეზიუმე: სტატიაში სახალისო და პოპულარულ დონეზეა განხილული ალდეჰიდები და მათი თვისებები. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პოლიკონდენსაციის რეაქციის შედეგად მიღებულ პროდუქტზე-ქაფპლასტზე, რომელსაც ამავე დროს საინტერესო ისტორია აქვს. ავტორის მიზანია სტატია ერთნაირად საინტერესოდ იკითხებოდეს, როგორც პროფესიონალი ქიმიკოსისთვის, ასევე იმ მკითხველისთვისაც, რომელსაც ამ მეცნიერებასთან არავითარი შეხება არ აქვს.

გამოქვეყნებულია: 26-02-2013  |  ნანახია: 7390-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   14-15

შერლოქ ჰოლმსი და ქიმია

ვახტანგ ბოჭოროშვილი

რეზიუმე: სტატიაში განხილულია არტურ კონან დოილის რომანებში აღწერილი ქიმიური ნაერთები და ქიმიური კრიმინალისტიკის ელემენტები. დოილის ნაწარმოებებიდან, როგორიცაა შერლოქ ჰოლმსი, ბასკერვილების ძაღლი და სხვა, აშკარად იკვეთება, რომ ავტორი ქიმიას კარგად იცნობდა.

გამოქვეყნებულია: 28-02-2013  |  ნანახია: 6496-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   16-16

სამყაროს წონასწორობა

თამარ რაზმაძე

რეზიუმე: დრომ წარმოშვა პრობლემა? ისევ დრო მოიტანს საშველს. რეცეპტი ბუნებაშია, მაგრამ მას დაკვირვება, მოსმენა და გაგება სჭირდება.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბუნების ენა ქიმიაა. ყოველშემთხვევაში ის მე ამ ენაზე მესაუბრება.

გამოქვეყნებულია: 12-03-2013  |  ნანახია: 3081-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   17-22

მელატონინისა და β-კარბოლინის ანალოგების შესახებ

ლუიზა თალაკვაძე

რეზიუმე: ექსპერიმენტალურად არის ნაჩვენები, რომ ეპიფიზის ჰორმონალური ნაერთის – მელატონინის და β-კარბოლინის ცხიმოვან-არომატული ანალოგები, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ განხილული ნაერთების სერიას, სიმსივნის ზოგიერთი შტამის მიმართ ამჟღავნებენ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

გამოქვეყნებულია: 19-03-2013  |  ნანახია: 7805-ჯერ


  სწავლება  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   23-27

პასუხების შეტანის პრობლემები ცოდნის კომპიუტერული კონტროლის განხორციელებისას

როზლანდ კვირკველია

რეზიუმე: სტატიაში შემოთავაზებულია კომპიუტერული კონტროლის მოდიფიცირებული მეთოდი (“მენიუს მეთოდი ნაწილობრივ ფარული პასუხებით”), რომელიც, ტრადიციულისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს კომპიუტერული კონტროლის ჩატარების უფრო ზუსტ შედეგებს, ხოლო სასწავლო პროცესში გამოყენებისას პრაქტიკულად გამორიცხავს მოსწავლის მიერ სწორი პასუხის შემთხვევით არჩევის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, სწავლების პროცესს უფრო შეგნებულს, საზრიანს და შედეგიანს გახდის.

გამოქვეყნებულია: 20-03-2013  |  ნანახია: 3794-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   28-30

ლიპიდები - როდის არის საშიში ორგანიზმისათვის

ხათუნა გოგალაძე

რეზიუმე: დღეისათვის ლიპიდების ქიმია ძირითადად დაკავშირებულია ბიოლოგიური მემბრანის კვლევასთან, თუმცა ქიმიური გზით მიღებულ ლიპიდებს საკვების, სამკურნალო, კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებათა მისაღებად იყენებენ.

გამოქვეყნებულია: 21-03-2013  |  ნანახია: 13398-ჯერ


  მეცნიერება  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   31-32

სინთეზური ესტერული ცვილის სტრუქტურა და თვისებები

მანანა სირაძე, ირინე ბერძენიშვილი, ნინო ნეფარიძე, ირმა გოქსაძე

რეზიუმე: დადგენილია, რომ სინთეზური და ნატურალური ცვილები ძირითადი თვისებებით ახლოს არიან ერთმანეთთან. სინთეზური და ნატურალური ცვილების რეოლოგიური თვისებები კარგად კორელირებადია მათ მიკროსტრუქტურასთან. ცვილების ბუნებისაგან დამოუკიდებლად ისინი წარმოქმნიან მაღალ სრუქტურირებულ სისტემებს.

გამოქვეყნებულია: 23-03-2013  |  ნანახია: 4885-ჯერ


  შემეცნებითი  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   33-34

ოსმოსი და ცოცხალი უჯრედი

ირინე ბერძენიშვილი, მანანა სირაძე

რეზიუმე: ბუნებაში ყველაფერი მიისწრაფვის წონასწორობისაკენ, ამ შემთხვევაში კი კონცენტრაციის გათანაბრებისაკენ. ამიტომ, როცა ასეთი მემბრანა ყოფს სხვადასხვა კონცენტრაციის ორ ხსნარს, გამხსნელის გადასვლა ყოველთვის მიმდინარეობს განზავებული ხსნარიდან კონცენტრირებულისაკენ.

გამოქვეყნებულია: 31-03-2013  |  ნანახია: 9070-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   35-38

ჭრილობების ინოვაციური მეთოდებით მკურნალობის საშუალებები

ფიქრია აფხაზავა

რეზიუმე: სტატიაში მიმოხილულია ჭრილობებისა და ნაწოლების ტრადიციული და ინოვაციური მეთოდით მკურნალობის შესახებ.

გამოქვეყნებულია: 04-04-2013  |  ნანახია: 11966-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   39-40

მზე - ოქროს დისკი

რეზო კლდიაშვილი, დავით დადიანი

რეზიუმე: მე-18 საუკუნის ფლორენციელმა მოაზროვნემ გალილეო გალილეიმ თავისი ტელესკოპი ცისკენ მიმართა და აღნიშნა, რომ მზე სულაც არ არის იდეალური როგორც აქამდე მიაჩნდათ, მან მზეზე შენიშნა ლაქები. ამ მოსაზრებამ რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში. გაჩნდა კითხვები: რა ლაქებია? რა არის კიდევ მზის ზედაპირზე? საიდან ღებულობს ეს მანათობელი დისკო ენერგიას?.

გამოქვეყნებულია: 05-04-2013  |  ნანახია: 5060-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   42-44

ნერწყვის ქიმიზმი

რეზო კლდიაშვილი

რეზიუმე: პირის ღრუს სითხის ხარისხობრივ შემადგენლობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეტალურმა პროტეზებმა. დამტკიცებულია რომ მეტალური შენადნობების კომპონენტებმა, პირის ღრუში დნობისას შეუძლიათ შეცვალონ პირის ღრუს სითხის მიკროელემენტები

გამოქვეყნებულია: 19-04-2013  |  ნანახია: 19785-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   45-54

გენმოდიფიცირებული პროდუქტები - რეალური თუ ცრუ საფრთხე?

ლიანა ქოიავა, თამარ კაჭარავა

რეზიუმე: თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები? სტატიაში განხილულია ორი საწინააღმდეგო თვალთახედვა, რომელთაგანაც ორივეს აქვს დამოუკიდებლად არსებობის უფლება.

გამოქვეყნებულია: 19-04-2013  |  ნანახია: 14651-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   55-56

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდიკა

თ. ქარქუსაშვილი

რეზიუმე: კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი დანაშაულზე, მისი ფუნქციონირების კანონზომიერებებზე, დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციის შეგროვების, მისი დამუშავებისა და ანალიზის საშუალებების ერთობლიობაა.

გამოქვეყნებულია: 05-03-2013  |  ნანახია: 7652-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   57-57

ჩემო პატარა მეგობრებო!

თეა მათითაიშვილი

რეზიუმე: რა არის ქიმია? რატომ შეიძლება იგი ადამიანს უყვარდეს და გადაწყვიტოს, რომ მთელი ცხოვრება დაუღალავად ემსახუროს, პატარა ბავშვივით ეფეროს და მისი კანონზომიერებების შეცნობაში ღამეები ათენოს.

გამოქვეყნებულია: 30-05-2013  |  ნანახია: 3516-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   58-62

საშიში საკვები დანამატები

ნანა მეგრელიშვილი

რეზიუმე: განხილულია თანამედროვე კვების მრეწველობაში გამოყენებული საკვები დანამატები. მოცემულია მათი კლასიფიკაცია, დანიშნულება, როლი საკვები პროდუქტების ხარისხის ამაღლებასა და სასაქონლო და სამომხმარებლო სახის გაუმჯობესებაში, ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

გამოქვეყნებულია: 01-05-2013  |  ნანახია: 17037-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 1,   N 1,   63-68

ლუმინესცენციის ფენომენი

ირმა ლაგვილავა

რეზიუმე: რა არის ლუმინესცენცია და როგორი ნაერთები ლუმინესცენცირებენ? როგორია ლუმინოფორული ნაერთების სტრუქტურული თავისებურებები და რა კანონზომიერებებია დაკავშირებული სხვადასხვა ნაერთის ფლუორესცენციულ თვისებასთან? ეს მოვლენა დღეისათვის მეცნიერების ინტენსიური კვლევის საგანს წარმოადგენს.

გამოქვეყნებულია: 06-07-2013  |  ნანახია: 6980-ჯერ