პროექტი "ნობელიანტები ქიმიაში"
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "ნობელიანტები ქიმიაში" მონაწილების მისაღებად.
დაინტერესებული პირები შეირჩევიან კონკურსის წესით.
კონკურსანტებს უნდა შეეძლოთ:
- ტექსტურ რედაქტორებში მუშაობა (მაგ. MS WORD)
- ინტერნეტში მუშაობა
- და საშუალო დონეზე ფლობდნენ ერთ-ერთ უცხო ენას.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- ავტობიოგრაფია ან CV (ჩამოწერეთ შესაბამისი ფორმა, სტუდენტების CV-ს ფორმა)
- ერთ-ერთი ნობელიანტის ბიოგრაფია.
ბიოგრაფია უნდა მოიცავდეს გვარს, სახელს, დაბადება/ (გარდაცვალების) წლებს, მოკლე ბიოგრაფიას (50-100 სიტყვა), სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს, რამდენიმე ძირითად შრომას.
საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ იმ ნობელიანტების ბიოგრაფიები, რომელთაც ნობელის პრემია მიღებული აქვთ ქიმიაში და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიძიება ჩვენს პორტალზე (http://chemistry.ge/nobel/nobel.php)
სასურველია ინფორმაციის წყაროდ გამოყენებული იყოს ნობელის ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი: ნობელის ფონდი
განცხადებების წარმოდგენა წარმოებს ელექტრონულად. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: contact@chemistry.ge
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ კანდიდატებს, ვინაიდან პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს ვებ-ტექნოლოგიებზე დამყარებულ ურთიერთობას.
კონკურსის შედეგად შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ტრეინინგი ვებ-ტექნოლოგიებში.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
www.chemistry.ge საიტის რედაქცია