პროფ. გოგი ჭირაქაძის სახელობის პრემია

 

პროფ. გოგი ჭირაქაძის დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია აცხადებს კონკურს პირველი (300 ლარი), მეორე (200) და ორი მესამე (100-100 ლარი) ხარისხის პრემიების მისანიჭებლად.

 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ორიგინალური რეფერატი, შესრულებელი ორგანული ქიმიის დარგში (მაქსიმუმ 4 A4 თაბახი)
  • CV

წარმოდგენილი რეფერატი უნდა იყოს მოკლე ორიგინალური ნაშრომი, რომელშიც კონკურსანტმა უნდა ჩამოაყალიბოს რომელიმე თანამედროვე აქტუალური პრობლემა და წარმოადგინოს მისი გადაჭრის მეთოდები ან თვალთახედვა. ავტორთა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი რეფერატები საკონკურსოდ არ განიხილება.

რეფერატებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური.

შეფასება განხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით:

  1. 1. პრობლემის აქტუალობა (30%)
  2. 2. მისი გადაწყვეტის მეთოდი (ავტორისეული ხედვა) (70%)

კონკურსში მონაწილოების უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს.

განცხადებების წარმოდგენა წარმოებს ელექტრონულად.

საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: contact@chemistry.ge 2014 წლის 18 დეკემბრის 24.00 საათამდე.

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2014 წლის 24 დეკემბერს, რომელთაც სიგელები და პრემიები გადაეცემათ საზეიმოდ პროფ. გოგი ჭირაქაძის საიუბილეო საღამოზე.