ნობელიანტები ქიმიაში
ლაინუს კარლ პოლინგი (Linus Carl Pauling )
დაბადება: 28-02-1901 (პორტლანდ ორეგონი, აშშ, აშშ)
გარდაცვალება: 19-08-1994
ალმა–მატერი: კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ლაინუს პოლინგის სამეცნიერო სამედიცინო ინსტიტუტი
პრემია:1954
ქიმიური ბმის ბუნების შესწავლასა და მისი გამოყენებისათვის ნაერთის სტრუქტურის დადგენაში.
ლაინუს კარლ პოლინგი (Linus Carl Pauling; 28 თებერვალი 1901, პორტლანდი, ორეგონი- 19 აგვისტო 1994წ., ბიგ-სური, კალიფორნია) - ამერიკელი ქიმიკოსი, კრისტალოგრაფი, ნობელის ორი პრემიის ლაურიატი: ქიმიაში (1954) და მსოფლიოს პრემია (1962), აგრეთვე საერთაშორისო ლენინის პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ (1970).
ბიოგრაფია
სამეცნიერო მიღწევები
პოლინგის მთავარი სამეცნიერო მიღწევა- სწავლება ქიმიურ ბმაზე, რომელიც განა¬ვითარა 20 -იანი წლების დასაწყისიდან 30-იანი წლების ბოლო პერიოდში და აღწე¬რილია მის წიგნში- „The Nature of Chemical Bond and the Structure of Molecules and Crystals“ . ეს წიგნი პირველად 1939 წელს გამოვიდა, მეორე გამოცემა გამოვიდა 1940 წელს. (1942 და 1944 წწ. დაიბეჭდა მეორე გამოცემის დამატებითი ტირაჟი). წიგნი მრავალ¬ჯერ გამოიცემოდა და ნათარგმნი იქნა ათეულ ენაზე. წიგნი მსოფლიოში 40-იანი წლე¬ბის ბოლოს ცნობილი გახდა და საფუძვლად დაედო ზოგადი, არაორგანული და ორგანული ქიმიის მრავალრიცხოვან კურსს. ქიმიის ისტორიაში ალბათ არც მოიძე¬ბნება სხვა წიგნი, რომელმაც დაიმსახურა ასეთი დიდი პოპულარობა.
ნობელის კომიტეტმა 1954 წელს პოლინგს მიანიჭა პრემია ქიმიაში „ ქიმიური ბმის ბუნების შესწავლისა და მისი გამოყენებისათვის რთული მოლეკულების აღნაგობის დასადგენად“. თავის ლექციებში აღნიშნავდა, რომ მომავალი ქიმიკოსები დაეყრდნობიან ახალ სტრუქტურულ ქიმიას, კერძოდ მოლეკულებში ატომებს შორის ზუსტად განსაზღვრულ გეომეტრიულ ურთიერთკავშირს და მკაცრად გამოიყენებენ ახალ სტრუქტურულ პრინციპებს, ამავე დროს იგი აღნიშნავდა, რომ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ქიმიური მეთოდების გამოყენებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა ბიოლოგიაში და მედიცინაში არსებული პრობლემების გადაჭრაში.
პოლინგი იყო ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი (1948) და აგრეთვე ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების ვიცე- პრეზიდენტი (1951-1954წწ.).
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
პოლინგმა და მისმა მეუღლემ 1961 წლის ივნისში ოსლოში (ნორვეგია) მოიწვიეს ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო კონფერენცია. იმავე წლის სექტემბერში, მთავრობისადმი (ნიკიტა ხრუშჩოვი) მიმართვის მიუხედავად, ყოფილმა საბჭოთა კავშირმა განაახლა ბირთვული იარაღის ატმოსფეროში გამოცდა, ხოლო მომდევნო წლის მარტში კი იგივე განახორციელა აშშ. პოლინგმა ასევე შეადგინა ასეთი გამოცდების საწინააღმდეგო შეთანხმების პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე, 1963 წლის ივლისში აშშ, საბჭოთა კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა ბირთვული გამოცდების საწინააღმდეგო ხელშეკრულებას.
1963 წელს პოლინგი დააჯილდოვეს 1962 წლის მშვიდობის ნობელის პრემიით. იგი თავის ნობელის ლექციებში გამოხატავდა იმედს, რომ ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმება დასაწყისს მისცემდა იმ შეთანხმებების სერიებს, რომელიც შექმნიდა ახალ მსოფლიოს და რომელშიც ომის გაჩაღება შეუძლებელი გახდებოდა.
იმავე წელს პოლინგი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გამოვიდა და გახდა დემოკრატიული ინსტიტუტების სწავლების ცენტრის პროფესორ-მკვლევარი სანტა-ბარბარაში (კალიფორნიის შტატი). აქ იგი დიდ დროს უთმობდა საერთაშორისო ნგრევის პრობლემებს. მან აგრეთვე 1967 წელს დაიკავა ქიმიის პროფესორის თანამდებობა კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან-დიეგო), იმ იმედით რომ დიდ დროს დაუთმობდა მოლეკულური მედიცინის სფეროში კვლევებს. იგი ორი წლის შემდეგ წამოვიდა და გახდა სტენფორდის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი პალო-ალტოში (კალიფორნიის შტატი).
ჯილდოები
პოლინგი ნობელის ორი პრემიის გარდა, დაჯილდოვებული იყო მრავალი ჯილდოთი:
- მერიკული ქიმიური საზოგადოების წმინდა ქიმიის დარგში მიღწევე¬ბისა-თვის (1931)
- ლონდონის სამეფო საზოგადოების დევის მედალი (1947) li >
- ლენინის საერთაშორისო პრემია „ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისათვის“ (1971) li >
- აშშ- ს ნაციონალური სამეცნიერო მედალი (1974) li >
- აშშ-ს ნაციონალური სამეცნიერო ფონდის მედალი „სამეცნიერო მიღწევებისათვის“ (1975) li >
- საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მ. ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი (1977) li >
- ამერიკის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის პრემია ქიმიაში (1979) li >
- ამერიკული ქიმიური საზოგადოების პრისტლის მედალი (1984) li >
თეორია ვიტამინი C განსაკუთრებულ როლზე
ლაინუს პოლინგი ვიტამინ C ბიოლოგიურ ზემოქმედებაზე 60-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა. მონოგრაფიაში „ვიტამინი C და გაცივება“(1971) მან განაზოგადა ვიტამინი C -თვის დამახასიათებელ თერაპევტულ უნარზე არსებული პრაქტიკული და თეორიული ცნობები. 70-იანი წლების დასაწყისში მან მოახდინა ორთომოლეკულური მედიცინის თეორიის ფორმულირება, რომელშიც ხაზგასმულადაა გამოკვეთილი ვიტამინებისა და ამინომჟავების მნიშვნელობაზე. 1973 წელს დაფუძნდა ლაინუს პოლინგის სამეცნიერო სამედიცინო ინსტიტუტი პალო-ალტოში. იგი პირ¬ველი წლების განმავლობაში იყო მისი პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ გახდა მისივე პროფესორი.
თანამედროვეობაშიც დამტკიცებულია ძველი მონაცემები, იმის შესახებ რომ ადამიანისათვის ვიტამინ C მოხმარების ნორმა შეადგენს 0.1-0.2 გ/დღე-ღამეში ადამიანისათვის ვიტამინის გადაჭარბებული ნორმით მოხმარებას (5, 10, და 15 გ-ზე მეტი) მივყავართ მაკომპენსირებელ რეაქციამდე - მისი დაჩქარებულად დაშლის ჩვეული მექნიზმების გააქტივება. არც თუ იშვიათად ამასთან ერთად თავს იჩენს თანმდები ზემოქმედება და ვითარდება დაავადება. ვიტამინ C დამცავი ეფექტი ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროს ძლიერადაა დამოკიდებული სიმსივნის ფორმაზე და შესაძლებელია ეფექტი არც ჰქონდეს [1]. ამჟამად პოლინგის თეორია ვიტამინ С გადაჭარბებულ დოზაზე მთლიანობაში განეკუთვნება მარგინალურს .
ამავე დროში, ორთომოლეკულური მედიცინის ზოგიერთი იდეა ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და დღეს გამოხატულებას პოულობს კონცეფციაში „ბიოლოგიურად აქტიური დანამატები“.
ციტატები -„ საუკეთესო საშუალებაა მოიპოვო კარგი იდეები- მოიპოვო ბევრი იდეა და მათგან ცუდი გადაყარო“ [2] .
შენიშვნა
1. http://www.chem.msu.su/rus/journals/chemlife/2001/vitc.html Сокр. перевод главы из книги Тома Хейгера «Лайнус Полинг и химия жизни» (Tom Hager, «Linus Pauling and the chemistry of life», New York, 1998)
2. Brian Clegg, Creativity and Innovation for Managers, Butterworth-Heinemann, 1999, с.23 ISBN 0750642556
ძირითადი შრომები
Pauling, L. The Nature of the Chemical Bond. Cornell University Press ISBN 0-8014-0333-2 Manuscript notes and typescripts (clear images)
Pauling, L., and Wilson, E. B. Introduction to Quantum Mechanics with Applications to Chemistry (Dover Publications) ISBN 0-486-64871-0
Pauling, L. Vitamin C, the Common Cold and the Flu (W.H. Freeman and Company) ISBN 0-7167-0360-2
Cameron E. and Pauling, L. Cancer and Vitamin C: A Discussion of the Nature, Causes, Prevention, and Treatment of Cancer With Special Reference to the Value of Vitamin C (Camino Books) ISBN 0-940159-21-X
Pauling, L. How to Live Longer and Feel Better (Avon Books) ISBN 0-380-70289-4
Pauling, L. Linus Pauling On Peace - A Scientist Speaks Out on Humanism and World Survival (Rising Star Press) ISBN 0-933670-03-6
Pauling, L. General Chemistry (Dover Publications) ISBN 0-486-65622-5
A Lifelong Quest for Peace with Daisaku Ikeda
Pauling, L. The Architecture of Molecules
Pauling, L. No More War!
Abram Hoffer and Pauling, L. Healing Cancer. Complementary Vitamin & Drug Treatments (CCNM Press Inc.)
Паулинг Л., Природа химической связи. Пер. с англ. М.-Л.: Госхимиздат, 1947. 440с.
Полинг Л., Общая химия. Пер. с англ. М.: Мир, 1974. 846с.
Полинг Л., Полинг П., Химия. М.: Мир, 1978. 683с.
ნაშრომები
Pauling, L. The Nature of the Chemical Bond. Cornell University Press ISBN 0-8014-0333-2 Manuscript notes and typescripts (clear images)
Pauling, L., and Wilson, E. B. Introduction to Quantum Mechanics with Applications to Chemistry (Dover Publications) ISBN 0-486-64871-0
Pauling, L. Vitamin C, the Common Cold and the Flu (W.H. Freeman and Company) ISBN 0-7167-0360-2
Cameron E. and Pauling, L. Cancer and Vitamin C: A Discussion of the Nature, Causes, Prevention, and Treatment of Cancer With Special Reference to the Value of Vitamin C (Camino Books) ISBN 0-940159-21-X
Pauling, L. How to Live Longer and Feel Better (Avon Books) ISBN 0-380-70289-4
Pauling, L. Linus Pauling On Peace - A Scientist Speaks Out on Humanism and World Survival (Rising Star Press) ISBN 0-933670-03-6
Pauling, L. General Chemistry (Dover Publications) ISBN 0-486-65622-5
A Lifelong Quest for Peace with Daisaku Ikeda
Pauling, L. The Architecture of Molecules
Pauling, L. No More War!
Abram Hoffer and Pauling, L. Healing Cancer. Complementary Vitamin & Drug Treatments (CCNM Press Inc.)
Паулинг Л., Природа химической связи. Пер. с англ. М.-Л.: Госхимиздат, 1947. 440с.
Полинг Л., Общая химия. Пер. с англ. М.: Мир, 1974. 846с.
Полинг Л., Полинг П., Химия. М.: Мир, 1978. 683с.
სტატია მომზადებულია ასოც. პროფ. ზურაბ გელიაშვილის მიერ