ნობელიანტები ქიმიაში
ბრაიან კობილკა (Brian K. Kobilka )
დაბადება: 1955-05-30 (, აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, სტენფორდი, აშშ
პრემია:2012
„G-პროტეინთან დაკავშირებული რეცეპტორების შესწავლისათვის“
ჩვენ ორგანიზმში არსებულ უჯრედებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ ნივთიერებები, რომლებსაც ჰორმონები ეწოდებათ. თითოეულ უჯრედს აქვს მცირე ზომის მიმღები, რომელსაც რეცეპტორის სახელით ვიცნობთ და რომელსაც ჰორმონის მიღება შეუძლია.
1980-იან წლებში ბრაიან კობილკამ წარმატებით ამოიცნო გენი, რომელიც არეგულირებს ადრენალინის ჰორმონის რეცეპტორების წარმოქმნას. მან და რობერტ ლეფკოვიცმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ეს რეცეპტორი ჰგავდა რეცეპტორებს, რომლებიც მდებარეობენ თვალში და აღიქვამენ სინათლეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ არსებობს რეცეპტორების მთელი ოჯახი, რომლებიც ანალოგიურად გამოიყურებიან და მოქმედებენ - "G- პროტეინთან დაკავშირებული რეცეპტორები". დღეს გამოყენებული მედიკამენტების დაახლოებით ნახევარი იყენებს ამ ტიპის რეცეპტორებს.
დღეს წარმოებული მედიკამენტების დაახლოებით ნახევარი იყენებს ამ ტიპის რეცეპტორებს.
ბიოგრაფია
ბრაიან კობილკა დაიბადა და გაიზარდა მინესოტაში(აშშ). ის სწავლობდა მინესოტას დულუთის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიასა და ბიოლოგიაში, ხოლო შემდეგ მან სწავლა განაგრძო იელის უნივერსიტეტში, სადაც სამედიცინო სკოლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მისურის შტატ ლუიტში, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, იგი გადავიდა დუკამის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მან რობერტ ლეფკოვიცთან ერთად დაიწყო მუშაობა.
მეცნიერი 1989 წლიდან არის დასაქმებული სტენფორდის უნივერსიტეტში.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ