ნობელიანტები ქიმიაში

 

პოლ მოდრიჩი (Paul Modrich )

 

დაბადება: 1946-06-13 (რატონი, ნიუ-იორკი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო უნივერსიტეტი, დურჰემი, აშშ.

პრემია:2015

„დნმ-ის აღდგენის პროცესის შესწავლისთვის“

 

 

ცოცხალ უჯრედებს აქვთ დნმ-ის მოლეკულები, რომლების ორგანიზმში გენების გადამტანები არიან. ორგანიზმის სიცოცხლისა და განვითარებისთვის საჭიროა, რომ დნმ-ის სტრუქტურა არ შეიცვალოს, თუმცა მიუხედავად დნმ-ის მოლეკულის სტაბილურობისა ის მაინც ზიანდება.

1989 წელს ბაქტერიული ვირუსების შესწავლისას, პოლ მოდრიჩმა აჩვენა თუ როგორ მოქმედებს მეთილის ჯგუფები დნმ-ის მოლეკულაზე, როგორც დნმ-ის არასწორი რეპლიკაციების გამოსწორების სიგნალები.

ამ აღმოჩენამ გააღრმავა ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ცოცხალი უჯრედი, რა არის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი და თუ  როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი.

 

ბიოგრაფია

პოლ მოდრიჩი დაიბადა რატონში, აშშ.

1973 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში.

1974 წელს მოდრიჩი გახდა ასისტენტ პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში.

1976 წლიდან მუშაობს ჩრდილოეთ კაროლინას შტატ დურჰამში, დიუკის უნივერსიტეტში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ