ნობელიანტები ქიმიაში

 

თომას ლინდალი (Tomas Lindahl )

 

დაბადება: 1938-01-28 (სტოქჰოლმი, შვედეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ფრანცის კრიკის ინსტიტუტი (ჰერტფორდშირი, გაერთიანებული სამეფო), ქლერ ჰოლის ლაბორატორია (ჰერტფორდშირი, გაერთიანებული სამეფო

პრემია:2015

„დნმ–ის აღდგენის პროცესის შესწავლისათვის“

 

 

ცოცხალ ორგანიზმებში არსებული დნმ–ის მოლეკულები უზრუნველყოფენ გენეტიკური მასალის შენახვასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას. ორგანიზმის სიცოცხლისა და განვითარებისათვის საჭიროა, რომ დნმ–ის სტრუქტურა არ შეიცვალოს. მიუხედავად დნმ–ის მოლეკულის სტაბილურობისა, ის მაინც ზიანდება. 1970–იანი წლების შუაში ბაქტერიის შესწავლის მეშვეობით თომას ლინდალმა აჩვენა, თუ როგორ შეეძლოთ გარკვეული ცილის მოლეკულებს, აღმდგენ ენზიმებს, დნმ–ის დაზიანებული ნაწილის აღდგენა. ამ აღმოჩენით გაფართოვდა ჩვენი ცოდნა დაბერებისა და კიბოს გამომწვევი პროცესების შესახებ. 2015 წელს თომას ლინდალს პოლ მოდრიჩთან და აზიზ სანკართან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

 

ბიოგრაფია

თომას ლინდალი დაიბადა სტოქჰოლმში (შვედეთი). იგი სწავლობდა კაროლინსკას ინსტიტუტში (სტოქჰოლმი), სადაც 1967 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. პრინსეტონისა და როკფელერის უნივერსიტეტებში პოსტ–სადოქტორო კვლევის შემდეგ, თომასი გოტებორგის უნივერსიტეტში (შვედეთი) სამედიცინო და ფიზიოლოგიური ქიმიის პროფესორი გახდა. 1981 წლიდან იგი ქლერ ჰოლის ლაბორატორიაში გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის სააგენტოსთვის (Cancer Research UK) მუშაობდა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s