ნობელიანტები ქიმიაში

 

ერიკ ბეციგი (Eric Betzig )

 

დაბადება: 1960-01-13 (ან–არბორი, მიჩიგანი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ჯანელიას კვლევითი კამპუსი, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი (ეშბურნი, აშშ)

პრემია:2014

„მაღალი რეზოლუციის მქონე ფლუორესცენტული მიკროსკოპის შექმნისათვის“

 

 

ნორმალურ მიკროსკოპებში სინათლის ტალღის სიგრძე ზღუდავს დეტალიზაციის შესაძლებლობას. ასეთი შეზღუდვების აცილება შეგვიძლია ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იყენებენ ფლუორესცენციას–მოვლენას, რომლის დროსაც გარკვეული ნივთიერება შუქის მოქმედების შედეგად მანათობელი ხდება. დაახლოებით 2000 წელს ერიკ ბეციგმა და უილიამ მიორნერმა შექმნეს მეთოდი, რომელშიც ფლუორესცენცია ცალკეულ მოლეკულებზე სინათლით იმართება. ძალიან მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღება იმ სურათების შერწყმით, რომლებშიც სხვადასხვა მოლეკულებია გააქტიურებული. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე პროცესებს.

 

ბიოგრაფია

ერიკ ბეციგი დაიბადა ან–არბორში (მიჩიგანის შტატი, აშშ). კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (პასადენა) ფიზიკის შესწავლის შემდეგ, მან სადოქტორო კვლევა კორნელის უნივერსიტეტში (იტაკა,ნიუ–იორკი) დაასრულა. შემდეგ იგი მუშაობდა კომპანია „ეითიენდთი“–ში (AT&T), ბელის ლაბორატორიაში. აკადემიური სისტემისაგან დაღლილმა, მუშაობა მამამისთან, ან–არბორის სამანქანო კომპანიაში, დაიწყო. წარუმატებლობების შემდეგ იგი კვლავ მეცნიერებას დაუბრუნდა. 2005 წლიდან იგი ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში შემავალ ჯანელიას კვლევით კამპუსში მუშაობს. 2014 წელს ერიკ ბეციგმა შტეფან ჰელთან და უილიამ მიორნერთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ