ნობელიანტები ქიმიაში

 

ბერნარდ ფერინგა (Bernard L. Feringa )

 

დაბადება: 1951-05-18 (ბარგერ–კომპასკუმი, ნიდერლანდები)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: გრონინგენის უნივერსიტეტი გრონინგენი, ნიდერლანდები

პრემია:2016

„მოლეკულური მანქანების დიზაინისა და სინთეზისათვის“

 

 

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უმცირესი მანქანები,რომელთა შემადგენელი ნაწილები მოლეკულებია. მანქანის ფუნქციონირებისათვის საჭიროა მის ნაწილებს ერთმანეთთან მიმართებაში გადაადგილება შეეძლოთ.


ბერნარდ ფერინგამ ხელი შეუწყო მოლეკულური მანქანების განვითარებას. იგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მოლეკულური ძრავა შეიმუშავა. 1999 წელს მან შექმნა მოლეკულური როტორის პირი (დანა), რომელიც მუდმივად ერთი მიმართულებით ტრიალებდა. მოლეკულური ძრავების გამოყენებით მან მოატრიალა მინის ცილინდრი, რომელიც 10 000-ჯერ დიდია ძრავაზე და ასევე შექმნა ნანო მანქანა.  მომავალში მოლეკულური მანქანები შესაძლოა აქტიურად გამოიყენონ სენსორებში და ენერგიის შესანახ სისტემებში.


2016 წელს ბერნარდ ფერინგას ფრეზერ სტოდარტთან და ჟან პიერ სოვაჟთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

 

ბიოგრაფია

ბერნარდ ფერინგა ბარგერ–კომპასკუმში (ნიდერლანდები) ფერმერების ოჯახში დაიბადა. იგი სწავლობდა გრონინგერნის უნივერსიტეტში, სადაც 1978 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. შელის (Shell) ნავთობკომპანიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, იგი გრონინგერნის უნივერსიტეტში მიიწვიეს.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ