ნობელიანტები ქიმიაში

 

სტენლი უიტინგამი (M. Stanley Whittingham )

 

დაბადება: 1941-12-22 (ნოტინგჰემი), დიდი ბრიტანეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ბინგჰემტონის უნივერსიტეტი

პრემია:2019

„ლითიუმ-იონის ელემენტის განვითარებისთვის“

 

 

ელექტროენერგიის შენახვა ბატარეებში არის მთავარი გამოწვევა მსოფლიოში ენერგიის მომარაგების პრობლემის გადასაჭრელად. ელემენტებში ლითიუმის გამოყენება ხელსაყრელია, რადგან იგი მარტივად გასცემს ელექტრონს.

1970-იან წლებში სტენლი უიტინგანმა ლითიუმის ელემენტის ინოვაციური კათოდი შექმნა. მან კათოდი დაამზადა  ტიტანის დისულფადისგან, რომელსაც მოლეკულურ დონეზე გააჩნია სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ლითიუმის იონების განთავსება.

უიტინგამის შეტანილმა წვლილმა ლითიუმ-იონის ელემენტის განვითარებისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა და დიდი გამოყენება ჰპოვა მან მობილურ ტელეფონებსა და ელექტრომობილებში.

 

ბიოგრაფია

სტენლი უიტინგემი დაიბადა დიდ ბრიტანეთში, ნოტინჰემში. ის სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში და 1968 წელს იქვე დაამთავრა დოქტორანტურა.

უიტინგემმა პოსტ დოქტორანტურა ამერისკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა, რის შემდეგაც მუშაობდა ნავთობკომპანიებში (Exxon, Schlumberger)

1988 წელს გახდა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ