ნობელიანტები ქიმიაში

 

ფრენსის არნოლდი (Frances H. Arnold )

 

დაბადება: 1956-07-25 (პიტსბურგი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

პრემია:2018

„ფერმენტების მიმართული ევოლუციისთვის“

 

 

ევოლუციამ–სხვადასხვა გარემოში სახეობათა ადაპტაციამ–ცხოვრება გაამრავალფეროვნა. ფრენსის არნოლდმა ცილების შესაქმნელად, რომლებიც კაცობრიობის ქიმიურ პრობლემებს ჭრიან, სწორედ ეს პრინციპი გამოიყენა-გენეტიკური ცვლილებები და სელექცია.
1993 წელს არნოლდმა ჩაატარა ფერმენტების პირველი მიმართული ევოლუცია, რომლებიც წარმოადგენენ ცილებს და ისინი ახდენენ ქიმიური რეაქციების კატალიზს. მისი შედეგების გამოყენება მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა ქიმიური ნივთიერებების წარმოებას, როგორებიცაა ფარმაცევტული პროდუქტები და განახლებადი საწვავის წარმოება.

 

ბიოგრაფია

ფრენსის არნოლდი დაიბადა და გაიზარდა პიცბურგში. მან პრინსტონის უნივერსიტეტში შეისწავლა მექანიკური და კოსმოსური ინჟინერია. შემდეგ სწავლა განაგრძო კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. სადაც 1985 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ქიმიური ინჟინერიის დარგში. ის მუშაობდა კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

2011 წელს ფრენსის არნოლდი დააჯილდოეს ინჟინერიის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის დრეიპერის პრიზით. ამავე წელს ის აირჩიეს ამერიკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრად.

2014 წელს არნოლდი შეიყვანეს გამომგონებელთა ეროვნული დიდების ხეივანში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ