ნობელიანტები ქიმიაში
რიჩარდ ჰერდენსონი (Richard Henderson )
დაბადება: 1945-07-19 (ედინბურგი, შოტლანდია)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო
პრემია:2017
“კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის შექმნისათვის, ხსნარებში ბიომოლეკულების სტრუქტურის მაღალი რეზოლუციით განსაზღვრისათვის“
ცხოვრების ძირითად პროცესებს რთული მოლეკულების მთელი რიგი მართავს. ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც სინათლის ნაცვლად ელექტრონულ სხივებს იყენებს, ასეთი მოლეკულების დანახვის საშუალებას გვაძლევს. თუმცა ელექტრონული სხივი აზიანებს ბიოლოგიურ სტრუქტურებს. რიჩარდ ჰენდერსონმა მათემატიკური ანალიზისა და სუსტი სხივების შერწყმით შეძლო ამ ზიანის აცილება. 1990 წელს მან მოლეკულის დეტალური, სამგანზომილებიანი გამოსახულება შექმნა.
ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულებიდან მიღებული ცოდნა მეცნიერების არაერთი სფეროსთვის იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის დიდ გამოყენებას ჰპოვებს ფარმაცევტული საშუალებების განვითარებაში.
2017 წელს რიჩარდ ჰენდერსონმა ჯეკი დუბოჩეტთან და იოაკიმ ფრანკთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ბიოგრაფია
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




