ნობელიანტები ქიმიაში

 

აკირა სუძუკი (Akira Suzuki )

 

დაბადება: 1930-09-12 (მუუკავა , იაპონია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, საპორო, იაპონია

პრემია:2010

"რთული მოლეკულების აგების მიზნით ნახშირბადატომების ერთმანეთთან შეერთების ახალი, უფრო ეფექტური გზის შემუშავებისათვის, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას." 

 

 

ბუნება სავსეა ორგანული ნივთიერებებით, რომელთა სტრუქტურებიც შედგება ელემენტ ნახშირბადისგან. ქიმიური მეთოდების გამოყენება ორგანული ნივთიერების შეერთებისა ან სინთეზისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ისე სამრეწველო საქმიანობაში.

1970-იანი წლების ბოლოს, აკირა სუძუკიმ დაიწყო ისეთი ქიმიური რეაქციების შემუშავება, სადაც ნახშირბადის ატომები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ახალ ნაერთებს წარმოქმნიან. პალაადიუმის კატალიზატორის თანაობისას ჩატარებული რეაქციები ნახშირბადის ატომებს შორის ჯვარედინ კავშირს წარმოქმნის. პალადიუმი ხელს უწყობს რეაქციის წარმართვას, თავად კი საბოლოო პროდუქტს არ უერთდება.

 

ბიოგრაფია

ნობელის პრემიის ლაურეატმა აკირა სუძუკიმ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა ჰოკაიდოზე, იაპონიის დიდ კუნძულზე. იგი 1930 წელს ჰოკაიდოზე მდებარე ქალაქ მუუკავაში დაიბადა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ იგი ჩაირიცხა საპოროში, ჰოკაიდოს უნივერსიტეტში.  ბაკალავრის დიპლომის მოპოვების შემდეგ იგი დარჩა უნივერსიტეტში, როგორც დოქტორანტურის სტუდენტი. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, 1959 წელს, მან მუშაობა დაიწყო ქიმიის კათედრაზე ,ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

1961 წელს მეცნიერი გახდა  სინთეზური ორგანული ქიმიის ლაბორატორიის ასისტენტ-პროფესორი.

1989 წელს მიიღო იაპონიის ქიმიური საზოგადოების პრემია, ხოლო2004 წელს იაპონიის აკადემიის პრემია.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ