ნობელიანტები ქიმიაში
ადა იონათი (Ada E. Yonath )
დაბადება: 1939-06-22 (იერუსალიმი, პალესტინის ბრიტანული მანდატი ()
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტი (რეოვოტი, ისრაელი)
პრემია:2009
"რიბოსომების სტრუქტურისა და ფუნქციის შესწავლისათვის"
ორგანიზმის საციცოცხლო ფუნქციებს მართავენ უჯრედთა რიბოსომებში წარმოქმნილი დიდი ზომისა და რთული შედგენილობის მქონე ცილების მოლეკულები. იქ, „ინფორმაციული რნმ“–დან მიღებული გენეტიკური ინფორმაცია ამინომჟავების ჯაჭვებად „ითარგმნება“, საიდანაც შემდეგ ცილები ყალიბდება.
1970–იან წლებში ადა იონათმა დაიწყო პროექტი, რომელიც 2000 წელს დასრულდა – რენტგენული კრისტალოგრაფიის გამოყენებით ადამ და სხვა მკვლევარებმა წარმატებით ასახეს ასობით ათასი ატომისაგან შემდგარი რიბოსომის სტრუქტურა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიბიოტიკების წარმოებაში.
2009 წელს ადა იონათს ვენკატრამან რამაკრიშნანთან და თომას სტეიცთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა
ბიოგრაფია
ადა იონათი დაიბადა იერუსალიმში (ისრაელი). მისი მშობლები პოლონეთიდან იყვნენ ემიგრირებულნი. ადას მამა რაბინი (ებრაული თემის სულიერი მოძღვარი, ძვ. ებრ. რაბი „ჩემი მოძღვარი“) იყო, თუმცა ოჯახი საარსებო წყაროს მოძიებას სურსათის მაღაზიის წყალობით ახერხებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად თელ–ავივში გადავიდა.
იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქიმიის სწავლის შემდეგ, ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტში ადა იონათმა დოქტორის ხარისხი მიიღო. იგი ამავე ინსტიტუტის მკვლევარი გახდა. იქ მუშაობის პარალელურად ადა ასევე მუშაობდა რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტში
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ