ნობელიანტები ქიმიაში
როჯერ ციენი (Roger Y. Tsien )
დაბადება: 1952-02-01 (ნიუ-იორკი, აშშ)
გარდაცვალება: 2016-08-24
ალმა–მატერი: კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან დიეგო, აშშ, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო უნივერსიტეტი
პრემია:2008
"მწვანე ფლუორესცენტული ცილის აღმოჩენისა და განვითარებისათვის"
ზოგიერთ ორგანიზმს შეუძლია აწარმოოს ის, რასაც მწვანე ფლუორესცენტულ ცილას უწოდებენ, რომელიც გამოყოფს მოციმციმე სინათლეს. მწვანე ფლუორესცენტულ ცილის წარმოქმნას არეგულირებს გენი, რომელსაც შეუძლია შევიდეს სხვა ორგანიზმის გენში. იმის გამო, რომ მწვანე ფლუორესცენტულ ცილას შეუძლია შეუერთდეს სხვა ცილებს გენური ინჟინერიის წყალობით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უჯრედებში ბიოლოგიური პროცესების შესასწავლად.
1990 წლებში როჯერ ციენმა განმარტა თუ როგორ შეეძლო ფლუორესცენტულ ცილას წარმოექმნა მოციმციმე სინათლე და როგორ ცვლიდა ამ სინათლის ფერს, ისე რომ სხვადასხვა ცილებში და რთულ სტრუქტურებში, ერთდროულად მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი აღეწერა.
ბიოგრაფია
როჯერ ციენი დაიბადა 1952 წლის 1 თებერვალს, ნიუ-იორკში.
ციენი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. მან დოქტორანტის ხარისხი მიიღო ფიზიოლოგიაში 1977 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში. იგი კემბრიჯში დარჩა მკვლევარად 1981 წლამდე, შემდეგ გაემგზავრა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში და საბოლოოდ იქ დარჩა პროფესორად.
1989 წელს გახდა სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ასევე ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ლაბორატორიას.
ნობელის პრემიის გარდა, ციენს უამრავი პრიზი აქვს მიღებული, ხოლო 1998 წელს იგი გახდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.
როჯერ ცეინი გარდაიცვალა 2016 წლის 24 აგვისტოს აშშ-ში.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ