ნობელიანტები ქიმიაში
გერხარდ ერტლი (Gerhard Ertl )
დაბადება: 1936-10-10 (შტუტგარტი, გერმანია)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: მაქს-პლანკის საზოგადოების ფრიც ჰაბერის ინსტიტუტი. (ბერლინი, გერმანია)
პრემია:2007
"მყარი სხეულების ზედაპირზე ქიმიური პროცესების შესწავლისათვის"
ხშირად, ქიმიური რეაქციების დაჩქარება ხდება ზედაპირებით, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ აირის მოლეკულები ურთიერთქმედებენ ლითონის ზედაპირთან. 1960-იან წლებში გერჰარდ ერტლმა ზედაპირული ქიმიური რეაქციების შესასწავლად მრავალი მეთოდი შეიმუშავა. სხვა საკითხებთან ერთად, მან გამოიყენა ტექნიკა, რომლითაც ძალიან სუფთა ვაკუუმი შექმნა და რომელიც შემუშავებული იყო ნახევარგამტართა ინდუსტრიაში. გერჰარდ ერტლმა დაადგინა ხელოვნური სასუქის წარმოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროცესის დეტალები: Haber-Bosch პროცესი, რომელშიც ჰაერში არსებული აზოტი რკინის კატალიზატორის მეშვეობით ამიაკად გარდაიქმნება.
2007 წელს გერჰარდ ერტლს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




