ნობელიანტები ქიმიაში

 

აარონ ჩეჰანოვერი (Aaron Ciechanover )

 

დაბადება: 1947-10-01 (ხაიფა, პალესტინის ბრიტანული მანდატი ()

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ტექნიონი-ისრაელის ტექნიკური ინსტიტუტი (ისრაელი)

პრემია:2004

“ცილების დეგრადაციის შაუმავლის - უბიკვიტინის აღმოჩენისათვის“ 

 

 

ჩვენს უჯრედებში მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს ცილების წარმქომნა. ამავდროულად ცილები უნდა იშლებოდეს. 1980-იანი წლების დასაწყისში, აარონ ჩეჰანოვერმა, აბრამ გერშკოსა და ირვინ როუზთან ერთად, აღმოაჩინა, რომ ერთ ცილას - უბიკვიტინს - გააჩნდა მნიშვნელოვანი მისია ამ კონტექსტში. ცილის დაშლის პროცესში, უბიკვიტინის მოლეკულა ცილას უერთდება. უბიკვიტინი თამაშობს გასაღების როლს, შედის ცილის კომპლექსში, რომელიც ჰყოფს ცილას მცირე ნაწილებად. ეს პროცესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას უჯრედში სხვადასხვა ნივთიერებების მშენებლობისათვის.

 

ბიოგრაფია

აარონ ჩეჰანოვერი დაიბადა ხაიფაში (ისრაელი). 1971 წელს მეცნიერების დარგში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

1974 წელს დაამთავრა ჰადასაჰის სამედიცინო სკოლა იერუსალიმში.

1981 წელს მიიღო  დოქტორის ხარისხი ბიოქიმიაში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ