ნობელიანტები ქიმიაში
კურტ ვიუტრიხი (Kurt Wüthrich )
დაბადება: 1938-10-04 (აარბერგი, შვეიცარა)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ციურიხი, შვეიცარია
პრემია:2002
"ხსნარებში ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურების დადგენისათვის ბმრ-სპექტომეტრიის გამოყენების შესაძლებლობის შემუშავებისათვის"
ატომის ბირთვში არსებული პროტონები და ნეიტრონები მოქმედებენ როგორც პატარა, მბრუნავი მაგნიტები. ამის გამო ატომები და მოლეკულები მაგნიტურ ველში გარკვეულ პოზიციებს იკავებენ. თუმცა, ეს განლაგება შესაძლოა დაირღვეს რადიოტალღების სპეციფიური სიხშირით, რომლებიც სხვადასხვა ატომისათვის განსხვავებულია. ამ რეზონანსულ სიხშირეზე გავლენა აქვს ატომთა ქიმიურ გარემოსაც. აქედან გამომდინარე ეს მოვლენა შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოლეკულის სტრუქტურისა და შემადგენლობის დასადგენად.
1980-იან წლებში კურტ ვიუტრიხმა შეიმუშავა მეთოდი დიდი ზომის ბიოლოგიური მოლეკულების სტრუქტურის გამოსახვისათვის.
ბიოგრაფია
კურტ ვიუტრიხი დაიბადა აარბერგში და გაიზარდა ლისში.
იგი სწავლობდა ბერნის უნივერსიტეტში. 1964 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი აზელის უნივერსიტეტში.
კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ იგი დაბრუნდა შვეიცარიაში, ციურიხის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ