ნობელიანტები ქიმიაში
ჰიდეკი შირაკავა (Hideki Shirakawa )
დაბადება: 1936-08-20 (ტოკიო, იაპონია)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ცუკუბას უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია.
პრემია:2000
"პოლიმერების გამტარობის აღმოჩენისათვის"
ჰიდეკი შირაკავა დაიბადა ტოკიოში. მან დაამთავრა ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელშიც 1961 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი,ქიმიურ ინჟინერიაში. 1979 წელს შირაკავა გახდა ცუკუბას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; სამი წლის შემდეგ, ის სრულ პროფესორამდე მივიდა. 1991 წელს დაინიშნა ცუკუბას ასპირანტურის მეცნიერებისა და ინჟინერიის განყოფილების უფროსად.
ბიოგრაფია
პლასტმასები წარმოადგენენ პოლიმერებს. პოლიმერი არის დიდი მოლეკულა, რომელიც შედგება გრძელი ჯაჭვისგან, რომელსაც ჰქმნის პატარა მოლეკულები. პლასტმასები არ ატარებენ დენს, თუმცა 1970 წლის ბოლოს ალან ჰეგერმა, ალან მაკდიარმიდმა და ჰიდეკი შირაკავამ აჩვენეს, რომ შესაძლებელი იყო გამტარი პოლიმერების წარმოებაც. ამისთვის საჭიროა, რომ ჯაჭვში ნახშირბადის ატომებს შორის იყოს ერთმაგი და ორმაგი ბმების მონაცვლეობა. გამტარმა პოლიმერებმა გამოიყენება პოვეს ელექტრონიკაში.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ