ნობელიანტები ქიმიაში

 

ჯორჯ ოლა (George A. Olah )

 

დაბადება: 1927-05-30 (ბუდაპეშტი, უნგრეთი, აშშ)

გარდაცვალება: 2017-03-08

ალმა–მატერი: სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი, აშშ

პრემია:1994

“ნახშირბადების ქიმიაში შეტანილი წვლილისთვის“

 

 

ქიმიური რეაქციები, რომლებშიც ატომებისგან შემდგარი მოლეკულები ეჯახებიან და ქმნიან ახალ ნაერთებს, წარმოადგენს ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესს. კარბოკატიონები არის ელექტრული დამუხტული მოლეკულები, რომლებშიც მუხტი კონცენტრირებულია ნახშირბადის ერთ ატომზე. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც ქიმიურ რეაქციებში შუალედური ეტაპები და აქვთ ძალიან მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა. 1960-იანი წლების დასაწყისში ჯორჯ ოლამ გამოიყენა ძალიან ძლიერი მჟავები კარბოკატიონების ხსნარში საკმარისად ხანგრძლივი სიცოცხლის უნარისთვის, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი შესწავლა.

 

ბიოგრაფია

ჯორჯ ოლა დაიბადა ბუდაპეშტში. ის სწავლობდა ქიმიკოს-ორგანიკოსის გეზა ზემპლენის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში. 1949 წლიდან 1954 წლამდე ის ასწავლიდა სკოლაში ორგანული ქიმიას ,მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 1954 წლიდან 1956 წლამდე, მუშაობდა უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში, სადაც იყო ასოცირებული სამეცნიერო დირექტორი და ორგანული ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ