ნობელიანტები ქიმიაში
ქერი მულისი (Kary B. Mullis )
დაბადება: 1944-12-28 (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ, აშშ)
გარდაცვალება: 2019-08-07
ალმა–მატერი: La Jolla, კალიფორნია, აშშ
პრემია:1993
“პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდის შემუშავებისათვის“
ორგანიზმის გენომი დნმ-ის მოლეკულებში ინახება, მაგრამ ამ გენეტიკური ინფორმაციის გაანალიზება საკმაოდ დიდი რაოდენობით დნმ-ს მოითხოვს.
1985 წელს ქერი მულისმა შეიმუშავა პროცესი, რომელიც ცნობილია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) სახელით, რომელშიც მოკლე დროში შესაძლებელია მცირე რაოდენობით დნმ-ს დიდი რაოდენობით კოპირება.
სითბოს გამოყენებით, დნმ-ის მოლეკულის ორი ჯაჭვი გამოყოფილია და დამატებული დნმ-ის სამშენებლო ბლოკები უკავშირდება თითოეულ ჯაჭვს. ფერმენტ დნმ პოლიმერაზას დახმარებით დნმ-ის ახალი ჯაჭვები იქმნება და ეს პროცესი კვლავ შეიძლება განმეორდეს.
PCR-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სამედიცინო კვლევებში, ასევე სასამართლო პროცესებში.
ბიოგრაფია
ქერი მულისი დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ).
1973 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო ბიოქიმიის დოქტორის ხარისხი.
1986-88 წლებში იყო Xytronyx, Inc-ის მოლეკულური ბიოლოგიის დირექტორი.
1983 წელს შეიმუშავა PCR მეთოდი, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ