ნობელიანტები ქიმიაში
რუდოლფ მარკუსი (Rudolph A. Marcus )
დაბადება: 1923-07-21 (მონრეალი, კანადა., აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კალიფორნია, აშშ
პრემია:1992
"ქიმიურ სისტემებში ელეტქრონის გადატანის რეაქციების თეორიაში წვლილისათვის"
ელექტრონის გადატანა ერთი ატომიდან ან მოლეკულიდან მეორეზე, ფუნდამენტური ქიმიური რეაქციაა, რომელიც საფუძვლად უდევს ისეთ ქიმიურ პროცესებს, როგორებიცაა კოროზია და ფოტოსინთეზი. 1956-65 წლებში რუდოლფ მარკუსმა შეიმუშავა ხსნარში მოლეკულებს შორის ელექტრონის გადაცემის თეორია. თეორია ითვალისწინებს მორეაგირე მოლეკულათა სტრუქტურასა და ხსნარის მოლეკულებში მომხდარ ცვლილებებს. მოლეკულური სისტემის ენერგიის ცვლილებების საფუძველზე, შესაძლოა გამოითვალოს ქიმიურ რეაქციათა სიჩქარე.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ