ნობელიანტები ქიმიაში
იაკობ ჰედრიკ ვატნ ჰოფი (Jacobus Henricus (Henry) van 't Hoff )
დაბადება: 30-08-1852 (როტერდამი, ჰოლანდია)
გარდაცვალება: 1-03-1911
ალმა–მატერი: ლეიდენის უნივერსიტეტი,
ბონის უნივერსიტეტი,
პარიზის უნივერსიტეტი
პრემია:1901
"პრემია მიენიჭა ხსნარებში ოსმოსური წნევის და ქიმიური დინამიკის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩენისთვის"
იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი (დ. 30 აგვისტო, 1852, როტერდამი, - გ. 1 მარტი, 1911, ბერლინი), ჰოლანდიელი ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიისა და სტერეოქმიის ფუძემდებელი. 1871 წელს დაამთავრა დელფტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ამსტერდამისა (1878-იდან) და ბერლინის (1896-იდან) უნივერსიტეტების პროფესორი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1895). 1874-1875 წლებში ვანტ-ჰოფმა პირველმა ჩამოაყალიბა ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში ატომთა სივრცითი განლაგების თეორის, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე სტერეოქიმიას. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმიურ კინეტიკასა და თერმოდინამიკაში. მან დაადგინა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა რეაქციის სიჩქარეზე. ვანტ-ჰოფმა მოგვცა ქიმიური თერმოდინამიკის ორი ძირითადი განტოლება. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის შესანიშნავი შრომები განზავებულ ხსნართა თეორიაში, ოსმოსური წნევის საკითხებზე. მან შემოიღო ახალი ცნება - მყარი ხსნარები. ვანტ-ჰოფის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში. ნობელიის პრემია (1901).
ლიტერატურა
E. W. Meijer (2001). "Jacobus Henricus van 't Hoff; Hundred Years of Impact on Stereochemistry in the Netherlands". Angewandte Chemie International Edition 40 (20): 3783. doi:10.1002/1521-3773(20011015)40:20<3783::AID-ANIE3783>3.0.CO;2-J.
Trienke M. van der Spek (2006). "Selling a Theory: The Role of Molecular Models in J. H. van 't Hoff's Stereochemistry Theory". Annals of Science 63 (2): 157. doi:10.1080/00033790500480816.
Kreuzfeld HJ, Hateley MJ. (1999). "125 years of enantiomers: back to the roots Jacobus Henricus van 't Hoff 1852-1911". Enantiomer 4 (6): 491–6. PMID 10672458.
1. Biography on Nobel prize website
2.H.A.M., Snelders (1993). De geschiedenis van de scheikunde in Nederland. Deel 1: Van alchemie tot chemie en chemische industrie rond 1900. Delftse Universitaire Pers.
3. Cordfunke, E. H. P. (2001). Een romantisch geleerde: Jacobus Henricus van't Hoff (1852-1911). Vossiuspers UvA.
4. Cohen, E. (1899). Jacobus Henricus van't Hoff. Verlag von Wilhelm Engelmann.
5. Entry in Digital Album Promotorum of Utrecht University
სტატია მომზადებულია მიერ