შოთა იოსების ძე სიდამონიძე დაიბადა 1933 წელს ქ. თბილისში. 1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქ. თბილისის რკინიგზის ვაჟთა #7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც, 1956 წელს წარჩინებით ფიზიკური ქიმიის სპეციალობით.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1956-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1958 წელს კონკურსის წესით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური ქიმიის განხრით. 1961 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ფიზიკური ქიმიის კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1961 წელს დაიცვა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1982 წელს სადოქტორო ხარისხი. 1983 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973 წლიდან 2006 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. 1984 წლიდან 2003 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი.