მემატიანე - ბიოგრაფია

შოთა სამსონია

პროფესორი, აკადემიკოსი

ალმამატერი:  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაბადების თარიღი:  24-01-1941

გარდაცვალების თარიღი:  03-04-2022

 

 

მოკლე ბიოგრაფია

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967–1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1977წწ. დოცენტი; 1978–1990წწ. პროფესორი და კათედრის გამგე ; 1995 წლიდან არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მეცნიერ–კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი(1995). არის 460–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 27 წიგნის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, 18 პატენტის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "პოლიესტერკარბონატების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბენზოლის ბირთვით შეუღლებული პიროლოინდოლებისა და ბისინდოლების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.209; m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების დარგობრივი სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2007-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების სამეთვალყურეო კოლეგია, წევრი (2006-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, წევრი (2006-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი (2008-)
  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (2011-)
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1967-)
  • ქიმიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2004-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • 1991 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1986 - სსრკ გამომგონებლის წოდება
  • 1980 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1967 - სსრკ დ.ი. მენდელეევის საზოგადოების დიპლომი

ბიბლიოგრაფია