მემატიანე - ბიოგრაფია
თამარ ხატისაშვილი
მაგისტრი
ალმამატერი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
დაბადების თარიღი: 06-10-1998
გარდაცვალების თარიღი: 29-12-2025
მოკლე ბიოგრაფია
დაიბადა 1998 წლის 6 ოქტომბერს, ქ. მცხეთაში.
2016 წელს დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა.
2020 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სპეციალობით - ქიმიის ბაკალავრი.
2022 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა და გახდა აგრარული მეცნიერების მაგისტრი სასურსათო ტექნოლოგიაში.
2024 წლიდან სწავლობდა მდგრადი კატალიზის (SuCat) საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე პუატიეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი), ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (ავსტრია) და ავეირუს უნივერსიტეტში (პორტუგალია), სადაც ასრულებდა სამაგისტო ნაშრომს.
2024 წელს მიღებული აქვს ევროკომისიის მიერ გაცემული ერაზმუს მუნდუსის სტიპენდია.
სხვადასხვა დროს (2019 და 2023 წლები) გადიოდა სტაჟირებას გერმანიაში, იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის/ბირთვული ქიმიის ინსტიტუტში. ასევე გადიოდა სტაჟირებას შპს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "გამას" ლაბორატორიაში.
მუშაობდა:
- 2017-18 წწ - შპს "ჯი თი გრუპ პლიუსში" მენეჯერის ასისტენტად;
- 2017-19 წწ - ა(ა)იპ "ედუქეარ ჯორჯიაში" (ქართული ხანის აკადემია) მთარგმნელად;
- 2020-2021 წწ - შპს "ეკო ბოჰემიაში" ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში ქიმიკოსად;
- 2023-2024 წწ - შპს "ეტალონის" ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში მთავარ სპეციალისტად.
მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 5 პროექტში.
წაკითხული მოხსენებები აქვს 6 საერთაშორისო კონფერენციაზე.
გამოქვეყნებული აქვს 2 სამეცნიერო სტატია.
არის ქიმიის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.



