დავით გონაშვილი დაიბადა 1962 წლის 25 სექტემბერს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის 35 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. იმავე წელს დათომ ჩააბარა ამავე ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. 1994 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1987 წლიდან გარდაცვალებამდე ის მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრაზე, ხოლო 1997 წლიდან პარალელულად მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში.
დავით გონაშვილი გარდაიცვალა 2001 წლის 11 თებერვალს
