როგორ განვათავსო ჩემი იდეა რუბრიკაში "იდეების ინკუბატორი"
რა არის "იდეების ინკუბატორი"?
"იდეების ინკუბატორი" არის პროექტი, რომელიც მეცნიერებს, მკვლევარებს, გამომგონებებლს სთავაზობს მათი ახალი პროექტების პოპულარიზაციას და პოტენციური დამფინანსებლებისათვის შეთავაზებას.
რა სახის პროექტი მიიღება "იდეების ინკუბატორში"
წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს დასრულებული სახის და უნდა ახლდეს პროტოტიპული ნიმუში.
რა ფორმით უნდა წარმოდგინდეს პროექტი?
პროექტები მიიღება მხოლოდ ე.წ. TPF ფორმის მიხედვით.
რა არის TPF ფორმა?
TPF არის აბრევიატურა Technology Profile Form.
TPF შესრულებული უნდა
იყოს ერთ გვერდზე და უნდა მოიცავდეს:
- მოკლედ და ლაკონურად ჩამოყალიბებულ პროექტის დასახელებას
- აღწერას
- ინოვაციურ ასპექტებსა და ძირითად უპირატესობებს
- გამოყენების სფეროს
- პროექტის შემუშავების სტადიას
- პროდუქტის ამსახველ ფოტო მასალას სურათების დასახელებით
- საკონტაქტო მისამართს
რა ენაზე უნდა იყოს შესრულებული TPF?
PTF - გაფორმების ენა დამოკიდებულია, თუ ვისთვის აპირებთ პროექტის შეთავაზებას.
არსებობს მზა ფორმა, რომლის დამეხმარება TPF-ის გაფორმებაში?
TPF-ის მზა შაბლონი შეგიძლიათ ჩამოწეროთ ბმულიდან - *.DOT.
შესაძლებელია მზა TPF-ის ნახვა?
TPF-ის მზა ნიმუში შეგიძლიათ ჩამოწეროთ ბმულიდან - *.PDF.