ქიმიური წონასწორობა ე. წ. „ლე-შატელიეს პრინციპს“ ემორჩილება. ვიდეოში ვნახავთ, როგორაა დამოკიდებული წონასწორობა ნივთიერებათა კონცენტრაციაზე. მაგალითისათვის განვიხილავთ რეაქციას რკინის სამვალენტიან ქლორიდსა და კალიუმის როდანიდს შორის, რის შედეგადაც მუქი წითელი ფერის რკინის როდანიდი მიიღება.