ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
wavelength converter | ტალღის სიგრძის გარდამქმნელი |
A wavelength converter converts radiation at one wavelength to radiation at another detectable wavelength or at a wavelength of improved responsivity of the detector. The classical wavelength converter consists of a screen of luminescent material that absorbs radiation and radiates at a longer wavelength. Such materials are often used to convert ultraviolet to visible radiation for detection by conventional phototubes. In X-ray spectroscopy a converter that emits optical radiation is called a scintillator. In most cases wavelength conversion is from short to long wavelength, but in the case of conversion of long to short wavelength the process is sometimes called upconversion. Wavelengths of coherent sources can be converted using nonlinear optical techniques. A typical example is frequency doubling. | ტალღის სიგრძის გარდამქმნელი ერთი ტალღის სიგრძის გამოსხივებას გარდაქმნის სხვა უფრო გარჩევად ტალღის სიგრძის ან დეტექტორის აღქმისათვის უფრო მოსახერხებელ ტალღის სიგრძის გამოსხივებად. კლასიკური ტალღის სიგრძის გადამყვანი წარმოადგენს ლუმინესცენტური მასალისაგან დამზადებულ ეკრანს, რომელიც შთანთქავს გამოსხივებას და ასხივებს უფრო დიდი სიგრძის ტალღას. ასეთ მასალებს ხშირად იყენებენ ულტრაიისფერი გამოსხივების ხილულ გამოსხივებად გარდაქმნისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მათი აღმოჩენა ჩვეულებრივი ფოტოელემენტებით. რენტგენულ სპექტროსკოპიაში გადამყვანს, რომელიც ასხივებს ოპტიკურ გამოსხივებას, ეწოდება სცინტილატორი. უმეტეს შემთხვევაში ტალღის სიგრძის კონვერტაცია ხდება გრძელიდან მოკლე ტალღის სიგრძეზე. გრძელი ტალღის მოკლე ტალღაში გარდაქმნის პროცესს ზოგჯერ უწოდებენ გარდაქმნას სიხშირის გაზრდით. კოჰერენტული წყაროების ტალღის სიგრძე შეიძლება გარდაიქმნას არაწრფივი ოპტიკური მეთოდების გამოყენებით. ტიპური მაგალითია სიხშირის გაორმაგება. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 1745 (Nomenclature, symbols, units and their usage in spectrochemical analysis-XI. Detection of radiation (IUPAC Recommendations 1995)) on page 1758 |