ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
uniform polymer | ერთგვაროვანი პოლიმერი |
A polymer composed of molecules uniform with respect to relative molecular mass and constitution.
Notes:
1. A polymer comprising a mixture of linear and branched chains, all of uniform relative molecular mass, is not uniform. 2. A copolymer comprising linear molecules of uniform relative molecular mass and uniform elemental composition but different sequential arrangements of the various types of monomeric units, is not uniform (e.g. a copolymer comprising molecules with a random arrangement as well as a block arrangement of monomeric units). 3. A polymer uniform with respect only to either relative molecular mass or constitution may be termed 'uniform', provided a suitable qualifier is used (e.g. 'a polymer uniform with respect to relative molecular mass'). 4.The adjectives 'monodisperse' and 'polydisperse' are deeply rooted in the literature, despite the former being non-descriptive and self-contradictory. They are in common usage and it is recognized that they will continue to be used for some time; nevertheless, more satisfactory terms are clearly desirable. After an extensive search for possible replacements, the terms 'uniform' and 'non-uniform' have been selected and they are now the preferred adjectives. |
პოლიმერი, რომელიც შედგება ერთნაირი მოლეკულური მასისა და აღნაგობის მოლეკულებისაგან.
შენიშვნები:
1. პოლიმერი, რომელიც შედგება წრფივი და განშტოებული მოლეკულებისაგან, არ მიეკუთვნება ერთგვაროვან პოლიმერებს. 2. თანაპოლიმერები, რომლებიც შეიცავს მოლეკულური მასისა და ელემენტური შედგენილობის მიხედვით ერთგვაროვან მოლეკულებს, მაგრამ განსხვავებულია მონომერული რგოლების თანმიმდევრობა, არ მიეკუთვნებიან ერთგვაროვან პოლიმერებს. 3. პოლიერი, რომელიც ერთგვაროვანია მხოლოდ მოლეკულური მასის ან აღნაგობის მიხედვით, შეიძლება დასახელდეს როგორც „ერთგვაროვანი“ შესაბამისი მსაზღვრელების მითითებით, მაგ. „ერთგვაროვანი პოლიმერი მოლეკულური მასის მიხედვით“. 4. ზედსართავი სახელი „მონოდისპერსული“ და „პოლიდისპერსული“ ფართოდ არის გავრცელებული ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი არააღწერითი და თვითწინააღმდეგობრივია. ამ ტერმინებს აქტიურად მოიხმარენ და გასაგებია, რომ მათი გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავაც გაგრძელდება. შესაძლო ჩამნაცვლებლის სიღრმისეული ძიების შემდეგ, ტერმინები „ერთგვაროვანი“ და „არაერთგვაროვანი“ შეირჩა და დღეისათვის, ამ ზედსართავი სახელების გამოყენება არის პრიორიტეტული. |
Source | წყარო: PAC, 1996, 68, 2287 (Glossary of basic terms in polymer science (IUPAC Recommendations 1996)) on page 2301 |