ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

reaction coordinate რეაქციის კოორდინატი
A geometric parameter that changes during the conversion of one (or more) reactant molecular entities into one (or more) product molecular entities and whose value can be taken for a measure of the progress of an elementary reaction (for example, a bond length or bond angle or a combination of bond lengths and/or bond angles; it is sometimes approximated by a non-geometric parameter, such as the bond order of some specified bond). In the formalism of "transition-state theory", the reaction coordinate is that coordinate in a set of curvilinear coordinates obtained from the conventional ones for the reactants which, for each reaction step, leads smoothly from the configuration of the reactants through that of the transition state to the configuration of the products. The reaction coordinate is typically chosen to follow the path along the gradient (path of shallowest ascent/deepest descent) of potential energy from reactants to products. The term has also been used interchangeably with the term transition coordinate, applicable to the coordinate in the immediate vicinity of the potential energy maximum. Being more specific, the name transition coordinate is to be preferred in that context. გეომეტრიული პარამეტრი, რომელიც იცვლება ერთი (ან რამდენიმე) რეაგენტის მოლეკულური ერთეულის ერთ (ან რამდენიმე) პროდუქტის მოლეკულურ ერთეულებად გარდაქმნის დროს და რომლის მნიშვნელობა შეიძლება იქნეს მიღებული ელემენტარული რეაქციის მიმდინარეობის საზომად (მაგალითად, ბმის სიგრძე ან ბმის კუთხე, ან ბმების სიგრძეების და/ან ბმების კუთხეების კომბინაცია; ზოგჯერ შეიძლება მიახლოებით შეფასდეს არაგეომეტრიული პარამეტრითაც, როგორიცაა ზოგიერთი კონკრეტული ბმის რიგი). "გარდამავალი მდგომარეობის თეორიის" ფორმალური მიდგომით, რეაქციის კოორდინატი არის რეაგენტების მრუდწიროვანი კოორდინატების ნაკრებიდან ის კოორდინატი, რომელსაც რეაქციის ყოველ საფეხურზე რეაგენტების კონფიგურაცია გარდამავალი მდგომარეობის გავლით მდორედ გადაჰყავს პროდუქტების კონფიგურაციაში. რეაქციის კოორდინატის არჩევა, როგორც წესი, ისე ხდება, რომ ტრაექტორია მიჰყვეს პოტენციური ენერგიის გრადიენტს (ყველაზე მცირე აღმართის / ყველაზე ღრმა დაღმართის გზა) რეაგენტებიდან პროდუქტებამდე. ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ურთიერთშენაცვლებით ტერმინთან “გარდამავალი კოორდინატი”, რომელიც აღნიშნავს კოორდინატს პოტენციური ენერგიის მაქსიმუმის უშუალო სიახლოვეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ კონტექსტში სასურველია დასახელდეს, როგორც გარდამავალი კოორდინატი.
Source | წყარო:
  1. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1158
  2. PAC, 1996, 68, 149 (A glossary of terms used in chemical kinetics, including reaction dynamics (IUPAC Recommendations 1996)) on page 183