ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

order-disorder transition მოწესრიგებულობიდან მოუწესრიგებლობაში გადასვლა

A transition in which the degree of order of the system changes. Three principal types of disordering transitions may be distinguished: (i) positional disordering in a solid, (ii) orientational disordering which may be static or dynamic and (iii) disordering associated with electronic and nuclear spin states. Examples:

  1. The transition of LiFeO2, with a tetragonal unit cell, in which the Li+ and Fe3+ cations are perfectly ordered on crystallographically non-equivalent octahedral sites to cubic LiFeO2 in which the Li+ and Fe3+ cations are distributed randomly over all the octahedral sites.
  2. The transition of orthorhombic KCN to cubic KCN in which the CN ions become oriented in any of the eight [111] directions.
  3. A superconducting transition

გადასვლა, რომლის დროსაც იცვლება სისტემის მოწესრიგებულობის ხარისხი. მოუწესრიგებლობაში გადასვლის სამი ძირითადი ტიპი შეიძლება გამოიყოს: (i) პოზიციური მოუწესრიგებლობა მყარ სხეულებში; (ii) ორიენტაციული მოუწესრიგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს სტატიკური ან დინამიკური; (iii) ელექტრონულ და ბირთვულ სპინურ მდგომარეობებთან დაკავშირებული მოუწესრიგებლობა. მაგალითები:

  1. LiFeO2-ის გადასვლა ტეტრაგონალური ელემენტარული უჯრედიდან კუბურ LiFeO2-ში. პირველში Li+ და Fe3+ კატიონები იდეალურად არის დალაგებული კრისტალოგრაფიულად არაეკვივალენტურ ოქტაედრულ პოზიციებზე, ხოლო მეორეში ეს კატიონები ქაოტურად ნაწილდება ყველა ოქტაედრულ პოზიციაზე.
  2. ორთორმბული KCN-ის გადასვლა კუბურ KCN-ში, რომელშიც CN− იონები რვა [111] მიმართულებიდან ნებისმიერზე ორიენტირდება.
  3. ზეგამტარული გადასვლა.
Source | წყარო:
PAC, 1994, 66, 577 (Definitions of terms relating to phase transitions of the solid state (IUPAC Recommendations 1994)) on page 587