ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
molecular orbital | მოლეკულური ორბიტალი |
A one-electron wavefunction describing an electron moving in the effective field provided by the nuclei and all other electrons of a molecular entity of more than one atom. Such molecular orbitals can be transformed in prescribed ways into component functions to give “localized molecular orbitals”. Molecular orbitals can also be described, in terms of the number of nuclei (or “centres”) encompassed, as two-centre, multi-centre, etc. molecular orbitals, and are often expressed as a linear combination of atomic orbitals. An orbital is usually depicted by sketching contours on which the wavefunction has a constant value (contour map) or by indicating schematically the envelope of the region of space in which there is an arbitrarily fixed high (say 96%) probability of finding the electron occupying the orbital, giving also the algebraic sign (+ or −) of the wavefunction in each part of that region. | ელექტრონის აღმწერი ერთელექტრონიანი ტალღური ფუნქცია. იგი ახასიათებს ელექტრონს, რომელიც ერთზე მეტი ატომის შემცველი მოლეკულური ერთეულის ბირთვებისა და ყველა დანარჩენი ელექტრონისაგან წარმოქმნილ ეფექტურ ველში მოძრაობს. გარკვეული მოქმედებებით ასეთი მოლეკულური ორბიტალები შეიძლება შემადგენელ ფუნქციებად გარდაიქმნას, რათა „ლოკალიზებული მოლეკულური ორბიტალები“ მივიღოთ. მოლეკულური ორბიტალები ასევე შეიძლება აღიწეროს როგორც ორცენტრიანი, მრავალცენტრიანი და ა.შ., რასაც ველში ჩართული ბირთვების (ან „ცენტრების“) რაოდენობა განსაზღვრავს. ისინი ხშირად ატომური ორბიტალების წრფივი კომბინაციით გამოისახება. ორბიტალს ჩვეულებრივ გამოსახავენ კონტურების მოხაზვით, რომლებზეც ტალღურ ფუნქციას მუდმივი მნიშვნელობა აქვს (კონტურული რუკა) ან სქემატურად გამოყოფენ სივრცის იმ უბანს, რომელშიც არის თავისთავად ფიქსირებული მაღალი (დავუშვათ, 96%-იანი) ალბათობა იმისა, რომ იქ ორბიტალის დამკავებელი ელექტრონი მოძრაობდეს. ასეთ სქემაზე ორბიტალის თითოეულ ნაწილში ტალღური ფუნქციის ალგებრულ ნიშანსაც (+ ან −) მიუთითებენ. |
Source | წყარო: 1.PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1142 2.Green Book, 2nd ed., p. 18 |