ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

measurement result გაზომვის შედეგი
The outcome of an analytical measurement (application of the chemical measurement process), or value attributed to a measurand. This may be the result of direct observation, but more commonly it is given as a statistical estimate derived from a set of observations. The distribution of such estimates (estimator distribution) characterizes the chemical measurement process, in contrast to a particular estimate, which constitutes an experimental result. Additional characteristics become evident if we represent as follows:

The true value, τ, is the value x that would result if the chemical measurement process were errorfree. The error, e, is the difference between an observed (estimated) value and the true value; i.e.  (signed quantity). The total error generally has two components, bias (Δ) and random error (δ).

ანალიზური გაზომვის შედეგი (ქიმიური გაზომვის პროცესის გამოყენება) ან გასაზომი სიდიდისათვის მიკუთვნებული მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი დაკვირვების შედეგი, მაგრამ უფრო ხშირად იგი მოცემულია, როგორც დაკვირვებათა სერიიდან სტატისტიკურად მიღებული შეფასება. ასეთ შეფასებათა განაწილება ახასიათებს ქიმიური გაზომვის პროცესს, განსხვავებით კერძო შეფასებისგან, რომელიც ექსპერიმენტულ შედეგს წარმოადგენს. დამატებითი მახასიათებლები აშკარა ხდება, თუ მათ შემდეგნაირად წარმოვადგენთ:

ჭეშმარიტი მნიშვნელობა, τ, არის x-ის მნიშვნელობა, რომელიც მიიღება, თუ ქიმიური გაზომვის პროცესში ცდომილება არ იქნებოდა. ცდომილება, e, წარმოადგენს სხვაობას დაკვირვებულ (შეფასებულ) მნიშვნელობასა და ჭეშმარიტ მნიშვნელობას შორის; ანუ  . ჯამური ცდომილება, როგორც წესი, ორი კომპონენტისაგან შედგება: ესაა  გადახრა (Δ) და შემთხვევითი ცდომილება (δ).

Source | წყარო:

PAC, 1995, 67, 1699 (Nomenclature in evaluation of analytical methods including detection and quantification capabilities (IUPAC Recommendations 1995)) on page 1705