ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

ion-selective electrode (ISE) იონშერჩევითი ელექტროდი
An electrochemical sensor, based on thin films or selective membranes as recognition elements, and an electrochemical half-cell equivalent to other half-cells of the zeroth (inert metal in a redox electrolyte), 1st, 2nd and 3rd kinds. These devices are distinct from systems that involve redox reactions (electrodes of zeroth, 1st, 2nd and 3rd kinds), although they often contain a 2nd kind electrode as the ′inner′ or ′internal′ reference electrode. The potential difference response has, as its principal component, the Gibbs energy change associated with permselective mass transfer (by ion-exchange, solvent extraction or some other mechanism) across a phase boundary. The ion-selective electrode must be used in conjunction with a reference electrode (i.e. ′outer′ or ′external′ reference electrode) to form a complete electrochemical cell. The measured potential differences (ion-selective electrode vs. outer reference electrode potentials) are linearly dependent on the logarithm of the activity of a given ion in solution. Comment: The term ′ion-specific electrode′ is not recommended. The term ′specific′ implies that the electrode does not respond to additional ions. Since no electrode is truly specific for one ion, the term ′ion-selective′ is recommended as more appropriate.

თხელ ფირებზე ან შერჩევით მემბრანებზე და ნულოვანი, 1-ლი, მე-2 და მე-3 ტიპის სხვა ნახევარუჯრედების ექვივალენტურ ელექტროქიმიურ ნახევარუჯრედზე (ინერტული მეტალი ჟანგვა-აღდგენით ელექტროლიტში) დაფუძნებული ელემენტების ამომცნობი ელექტროქიმიური სენსორი. ეს მოწყობილობები განსხვავდება სისტემებისგან, რომლებიც მოიცავს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს (ნულოვანი, 1-ლი, მე-2 და მე-3 ტიპის ელექტროდები), თუმცა ისინი ხშირად შეიცავს მე-2 ტიპის ელექტროდს, როგორც "შიგა" შესადარებელ ელექტროდს.

რეაქციის პოტენცალთა სხვაობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს გიბსის ენერგიის ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია სელექციურ მასათა გადატანასთან (იონმიმოცვლის, გამხსნელით ექსტრაქციის ან რაიმე სხვა მექანიზმის  გზით) ფაზის საზღვრის გავლით.

იონშერჩევითი ელექტროდი გამოიყენება შესადარებელ ელექტროდთან ერთად („გარე“ შესადარებელი ელექტროდი) სრული ელექტროქიმიური უჯრედის შესაქმნელად. გაზომილ პოტენციალთა სხვაობა (იონშერჩევითი ელექტროდი გარე შესადარებელი ელექტროდის პოტენციალის წინააღმდეგ) წრფივად არის დამოკიდებული ხსნარში მოცემული იონის აქტიურობის ლოგარითმზე.

კომენტარი: ტერმინი „იონსპეციფიკური ელექტროდი“ არ არის რეკომენდებული. ტერმინი "სპეციფიკური" გულისხმობს, რომ ელექტროდი არ რეაგირებს დამატებით იონებზე. ვინაიდან არცერთი ელექტროდი არ არის ჭეშმარიტად სპეციფიკური ერთი იონისთვის, ტერმინი „იონშერჩევითი“ რეკომენდებულია, როგორც იონისთვის უფრო შესაფერისი.

Source | წყარო:
PAC, 1994, 66, 2527 (Recommendations for nomenclature of ionselective electrodes (IUPAC Recommendations 1994)) on page 2531