ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
hypervalency | ჰიპერვალენტობა |
The ability of an atom in a molecular entity to expand its valence shell beyond the limits of the Lewis octet rule. Hypervalent compounds are common for the second and subsequent row elements in groups 15–18 of the periodic table. A description of the hypervalent bonding implies a transfer of the electrons from the central (hypervalent) atom to the nonbonding molecular orbitals which it forms with (usually more electronegative) ligands. A typical example of the hypervalent bond is a linear three-centre, four-electron bond, e.g. that of Fap–P–Fap fragment of PF5. | ატომის უნარი მოლეკულურ ერთეულში გააფართოვოს თავისი ვალენტური გარსი ლუისის ოქტეტის წესის ზღვრებს მიღმა. ჰიპერვალენტური ნაერთები ხშირია მეორე და მომდევნო პერიოდის ელემენტებისთვის პერიოდული ცხრილის 15-18 ჯგუფებში. ჰიპერვალენტური ბმის წარმოქმნა გულისხმობს ელექტრონების გადატანას ცენტრალური (ჰიპერვალენტური) ატომიდან არაშემაკავშირებელ მოლეკულურ ორბიტალებზე, რომლებსაც იგი ქმნის (ჩვეულებრივ, უფრო ელექტროუარყოფით) ლიგანდებთან. ჰიპერვალენტური ბმის ტიპიური მაგალითია წრფივი სამცენტრიანი, ოთხელექტრონიანი ბმა, მაგალითად, PF5-ის Fap–P–Fap ფრაგმენტი. |
Source | წყარო: PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1946 |