ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
gene (cistron) | გენი (ცისტრონი) |
Structurally, a basic unit of hereditary material; an ordered sequence of nucleotide bases that encodes one polypeptide chain (via mRNA). The gene includes, however, regions preceding and following the coding region (leader and trailer) as well as (in eukaryotes) intervening sequences (introns) between individual coding segments (exons). Functionally, the gene is defined by the cis-trans test that determines whether independent mutations of the same phenotype occur within a single gene or in several genes involved in the same function. | მემკვიდრეობითი მასალის ძირითადი სტრუქტურული ერთეული; ნუკლეოტიდური ფუძეების მოწესრიგებული თანმიმდევრობა, რომელშიც კოდირებულია ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვი (ი-რნმ-ის საშუალებით). თუმცა გენი ასევე მოიცავს კოდირებული უბნის წინ და შემდგომ მდებარე (წამყვან და მიბმულ) უბნებსაც, აგრეთვე (ეუკარიოტებში) შუალედურ თანმიმდევრობებს (ინტრონებს) კოდირების ცალკეულ სეგმენტებს (ეგზონებს) შორის. ფუნქციურად, გენი განისაზღვრება ცის-ტრანს ტესტით, რომელიც განსაზღვრავს, ერთი და იმავე ფენოტიპის დამოუკიდებელი მუტაციები ერთ გენში ხდება თუ ერთსა და იმავე ფუნქციაში მონაწილე რამდენიმე გენში ხორციელდება. |
Source | წყარო: PAC, 1992, 64, 143 (Glossary for chemists of terms used in biotechnology (IUPAC Recommendations 1992)) on page 154 |