Non-fluid colloidal network or polymer network that is expanded throughout its whole volume by a fluid.
Notes:
- A gel has a finite, usually rather small, yield stress.
- A gel can contain:
- a covalent polymer network, e.g., a network formed by crosslinking polymer chains or by non-linear polymerization;
- a polymer network formed through the physical aggregation of polymer chains, caused by hydrogen bonds, crystallization, helix formation, complexation, etc, that results in regions of local order acting as the network junction points. The resulting swollen network may be termed a thermoreversible gel if the regions of local order are thermally reversible;
- a polymer network formed through glassy junction points, e.g., one based on block copolymers. If the junction points are thermally reversible glassy domains, the resulting swollen network may also be termed a thermoreversible gel;
- lamellar structures including mesophases, e.g., soap gels, phospholipids and clays;
- particulate disordered structures, e.g., a flocculent precipitate usually consisting of particles with large geometrical anisotropy, such as in V2O5 gels and globular or fibrillar protein gels.
- Corrected from previous definition where the definition is via the property identified in Note 1 (above) rather than of the structural characteristics that describe a gel.
|
არათხევადი კოლოიდური ან პოლიმერული ქსელი, რომლის მთელი მოცულობა სითხითაა შევსებული.
შენიშვნები:
- გელს აქვს სასრული, როგორც წესი, საკმაოდ მცირე, დენადობის ზღვარი.
- გელი შეიძლება შეიცავდეს:
- კოვალენტურ პოლიმერულ ქსელს, მაგ., ქსელს, რომელიც წარმოიქმნება პოლიმერული ჯაჭვების ერთმანეთზე მიკერებით ან არაწრფივი პოლიმერიზაციით;
- პოლიმერული ქსელს, რომელიც წარმოიქმნება პოლიმერული ჯაჭვების ფიზიკური აგრეგაციის შედეგად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წყალბადური ბმებით, კრისტალიზაციით, სპირალის წარმოქმნით, კომპლექსის წარმოქმნით და ა. შ. მიღებულ გაჯირჯვებულ ქსელს შეიძლება ეწოდოს თერმოშექცევადი გელი, თუ მისი ლოკალური უბნები თერმულად შექცევადია;
- პოლიმერული ქსელი, რომელიც წარმოიქმნება მინისმაგვარი შეერთების წერტილებში, მაგალითად, ბლოკ-თანაპოლიმერების საფუძველზე. თუ შეერთების წერტილები თერმულად შექცევადი მინისმაგვარი დომენებია, წარმოქმნილ გაჯირჯვებულ ქსელს ასევე შეიძლება ეწოდოს თერმოშექცევადი გელი;
- პლასტიკური სტრუქტურები მეზოფაზების ჩათვლით, მაგ., საპნის გელები, ფოსფოლიპიდები და თიხები;
- ნაწილობრივ მოუწესრიგებელი სტრუქტურები, მაგალითად, ბამბისმაგვარი ნალექი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება დიდი გეომეტრიული ანიზოტროპიის მქონე ნაწილაკებისგან, როგორიცაა V2O5-ის გელები, გლობულური ან ფიბრილული ცილოვანი გელები.
- შესწორებულია წინა განმარტება, რომელშიც განმარტება მოცემული იყო პირველ შენიშვნაში (ზემოთ) განსაზღვრული თვისებით და არა სტრუქტურული მახასიათებლებით, რომლებიც აღწერს გელს.
|
Source | წყარო: PAC, 2007, 79, 1801 (Definitions of terms relating to the structure and processing of sols, gels, networks, and inorganic-organic hybrid materials (IUPAC Recommendations 2007)) on page 1806 |