ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

dose-response and dose-effect relationships დოზა-რეაქციისა და დოზა-ეფექტის ურთიერთდამოკიდებულება
The graph of the relation between dose and the proportion of individuals responding with an all- or-none effect; it is essentially the graph of the probability of an occurrence against dose. Typical examples of such all-or-none effects are mortality or the incidence of cancer. The dose-effect curve is the graph of the relation between dose and the magnitude of the biological change produced measured in appropriate units. It applies to measurable changes giving a graded response to increasing doses of a drug or xenobiotic. It represents the effect on an individual animal or person, when biological variation is taken into account. An example is the increased effect of lead on the haem synthesis, e.g., on activity of the enzyme 6-amino laevulinic acid dehydratase in blood serum or coproporphyrin levels in urine. გრაფიკი, რომელიც გამოსახავს ურთიერთდამოკიდებულებას დოზასა და იმ ინდივიდთა წილს შორის, რომლებიც რეაგირებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“; ეს არსებითად არის მოვლენის ალბათობის გრაფიკი დოზის მიმართ. „ყველაფერი ან არაფერი“ ეფექტის ტიპური მაგალითებია სიკვდილიანობა ან კიბოთი დაავადების სიხშირე. დოზა-ეფექტის მრუდი არის შესაბამისი ერთეულებით გაზომილ დოზასა და მის მიერ გამოწვეული ბიოლოგიური ცვლილების სიდიდეს შორის კავშირის გრაფიკი. ეს ეხება გაზომვად ცვლილებებს, რომლებიც იძლევა რაოდენობრივ პასუხს წამლის ან ქსენობიოტიკის დოზის გაზრდაზე. იგი წარმოადგენს ზემოქმედებას ცალკეულ ცხოველზე ან ადამიანზე, როდესაც მხედველობაში მიიღება ბიოლოგიური ცვალებადობა. ამის მაგალითია ტყვიის გაზრდილი ეფექტი ჰემის სინთეზზე, მაგალითად, სისხლის შრატში ფერმენტ 6-ამინოლევულინის მჟავას დეჰიდრატაზას აქტიურობაზე ან შარდში კოპროპორფირინის შემცველობაზე.
Source | წყარო:

PAC, 2001, 73, 993 (Risk assessment for occupational exposure to chemicals. A review of current methodology (IUPAC Technical Report)) on page 1022