ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
delayed fluorescence | შეყოვნებული ფლუორესცენცია |
Three types of delayed fluorescence are known:
1. E-type delayed fluorescence: The process in which the first excited singlet state becomes populated by a thermally activated radiationless transition from the first excited triplet state. Since in this case the populations of the singlet and triplet states are in thermal equilibrium, the lifetimes of delayed fluorescence and the concomitant phosphorescence are equal. 2. P-type delayed fluorescence: The process in which the first excited singlet state is populated by interaction of two molecules in the triplet state (triplet-triplet annihilation ) thus producing one molecule in the excited singlet state. In this biphotonic process the lifetime of delayed fluorescence is half the value of the concomitant phosphorescence. 3. Recombination fluorescence: The first excited singlet state becomes populated by recombination of radical ions with electrons or by recombination of radical ions of opposite charge. |
ცნობილია შეყოვნებული ფლუორესცენციის სამი ტიპი:
1. E-ტიპის შეყოვნებული ფლუორესცენცია: პროცესი, რომლის დროსაც პირველი აღგზნებული სინგლეტური მდგომარეობა დასახლებულია თერმულად გააქტიურებული არაგამოსხივებადი გადასვლით პირველი აღგზნებული ტრიპლეტური მდგომარეობიდან. რადგან ამ შემთხვევაში სინგლეტური და ტრიპლეტური მდგომარეობები თერმულ წონასწორობაშია, შეყოვნებული ფლუორესცენციის და თანმხლები ფოსფორესცენციის სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირია. 2. P-ტიპის შეყოვნებული ფლუორესცენცია: პროცესი, რომლის დროსაც პირველი აღგზნებული სინგლეტური მდგომარეობა დასახლებულია ტრილეტურ მდგომარეობის ორი მოლეკულის ურთიერთქმედების შედეგად (ტრიპლეტ-ტრიპლეტური ანიჰილაცია), რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთი მოლეკულა აღგზნებულ სინგლეტურ მდგომარეობაში. ამ ბიფოტონურ პროცესში შეყოვნებული ფლუორესცენციის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის თანმხლები ფოსფორესცენციის დროის ნახევარი. 3. რეკომბინაციული ფლუორესცენცია: პირველი აღგზნებული სინგლეტური მდგომარეობა დასახლებულია რადიკალ-იონების რეკომბინაციით ელექტრონებთან ან საპირისპირო მუხტის რადიკალ-იონებთან. |
See also: delayed luminescence | ასევე იხილეთ: შეყოვნებული ლუმინესცენცია |
Source | წყარო: 1.PAC, 1984, 56, 231 (Nomenclature, symbols, units and their usage in spectrochemical analysis-Part VI: molecular luminescence spectroscopy) on page 233 2.PAC, 1996, 68, 2223 (Glossary of terms used in photochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2235 3.Orange Book, p. 185 |