ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

composition of pure air სუფთა ჰაერის შედგენილობა
in atmospheric chemistry ატმოსფეროს ქიმიაში
The composition of air is variable with respect to several of its components (e.g. CH4, CO2, H2O) so ′pure′ air has no precise meaning; it is commonly considered to be air which is free of dust, aerosols and reactive gaseous contaminants of anthropogenic origin. The composition of the major components in dry air is relatively constant (percent by volume given): nitrogen, 78.084; oxygen, 20.946; argon, 0.934; carbon dioxide, 0.033; neon, 0.0018; helium, 0.000524; methane, 0.00016; krypton, 0.000114; hydrogen 0.00005; nitrous oxide, 0.00003; xenon, 0.0000087. The concentrations of carbon dioxide, methane, nitrous oxide, the chlorofluorocarbons and some other species of anthropogenic origin are increasing measurably with time. Relative clean air which is free of most reactive anthropogenic pollution (NO, NO2, SO2, non-methane hydrocarbons, etc.), often used as a reference sample in the calibration and operation of instruments, is purchased under the designation of zero air. ჰაერის შედგენილობა ცვალებადია მის რამდენიმე კომპონენტთან მიმართებით (მაგ. CH4, CO2, H2O), ამიტომ „სუფთა″ ჰაერს არ აქვს ზუსტი განსაზღვრება შედგენილობის მიხედვით; ჩვეულებრივ, იგი განიხილება, როგორც ჰაერი, რომელიც თავისუფალია მტვრის, აეროზოლებისა და ანთროპოგენური წარმოშობის რეაქციისუნარიანი აირადი დამაბინძურებლებისგან. მშრალ ჰაერში ძირითადი კომპონენტების შემცველობა შედარებით მუდმივია (მოცემულია მოცულობითი პროცენტული წილი): აზოტი, 78.084; ჟანგბადი, 20.946; არგონი, 0.934; ნახშირორჟანგი, 0.033; ნეონი, 0.0018; ჰელიუმი, 0.000524; მეთანი, 0.00016; კრიპტონი, 0.000114; წყალბადი 0.00005; აზოტ(I)-ის ოქსიდი, 0.00003; ქსენონი, 0.0000087. ნახშირორჟანგის, მეთანის, აზოტ(I)-ს ოქსიდის, ქლორფთორნახშირბადებისა და ანთროპოგენური წარმოშობის ზოგიერთი სხვა ნივთიერების კონცენტრაცია დროთა განმავლობაში შესამჩნევად იზრდება. შედარებით სუფთა ჰაერის ეტალონური ნიმუში - „ნულოვანი ჰაერი″, რომელიც იყიდება არ შეიცავს ძირითად ანთროპოგენურ დამაბინძურებლებს (NO, NO2, SO2, მეთანისაგან განსხვავებული ნახშირწყალბადები და ა.შ.) და ხშირად ხელსაწყოების დაკალიბრებისას გამოიყენება.
Source | წყარო:
PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2172