ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

chemical species (1) ქიმიური ნაწილაკები (1)
An ensemble of chemically identical molecular entities that can explore the same set of molecular energy levels on the time scale of the experiment. The term is applied equally to a set of chemically identical atomic or molecular structural units in a solid array. For example, two conformational isomers may be interconverted sufficiently slowly to be detectable by separate NMR spectra and hence to be considered to be separate chemical species on a time scale governed by the radiofrequency of the spectrometer used. On the other hand, in a slow chemical reaction the same mixture of conformers may behave as a single chemical species. Except where the context requires otherwise, the term is taken to refer to a set of molecular entities containing isotopes in their natural abundance.

The wording of the definition given in the first paragraph is intended to embrace both cases such as graphite, sodium chloride or a surface oxide, where the basic structural units may not be capable of isolated existence, as well as those cases where they are. In common chemical usage generic and specific chemical names (such as radical or hydroxide ion) or chemical formulae refer either to a chemical species or to a molecular entity.

ქიმიურად იდენტური მოლეკულური ობიექტების ერთობლიობა, რომელთაც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოლეკულური ენერგიის ერთნაირი დონეს ავლენენ. ტერმინი ასევე გამოიყენება ქიმიურად იდენტური ატომური ან მოლეკულური სტრუქტურული ერთეულების ერთობლიობისათვის მყარ გარემოში. მაგალითად, ორი კონფორმაციული იზომერის ურთიერთგარდაქმნა შეიძლება მიმდინარეობდეს იმდენად ნელა, რომ შესაძლებელი იყოს მათი განსხვავება ბმრ სპექტრით, და, შესაბამისად, ჩაითვალოს ცალკეულ ქიმიურ ნაწილაკად. მეორე მხრივ, ნელი ქიმიური რეაქციის დროს კონფორმერების ერთი და იგივე ნარევი ზოგჯერ შეიძლება მოიქცეს, როგორც ერთი ქიმიური ნაწილაკი. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ტერმინი აღიქმება მოლეკულური ერთეულების ნაკრებზე, რომელიც შეიცავს იზოტოპებს ბუნებაში მათი გავრცელების მიხედვით.

პირველ აბზაცში მოცემული განმარტების ფორმულირება მიზნად ისახავს მოიცავდეს როგორც გრაფიტს, ნატრიუმის ქლორიდს ან მეტალის ოქსიდურ აფსკს, სადაც ძირითადი სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დამოუკიდებლად არ არსებობდეს, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც ეს შესაძლებელია. საერთო ქიმიური გამოყენებისას ზოგადი და სპეციფიკური ქიმიური სახელწოდებები (როგორიცაა რადიკალი ან ჰიდროქსიდ-იონი) ან ქიმიური ფორმულები ეხება ქიმიურ ნაწილაკს ან მოლეკულურ ერთეულს.

See also: chemical species (1) ასევე იხილეთ: ქიმიური ნაწილაკები (1)
Source | წყარო:
  1. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1096
  2. PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2202