ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
chemical relaxation | ქიმიური რელაქსაცია |
If the equilibrium mixture of a chemical reaction is disturbed by a sudden change, especially of some external parameter (such as temperature, pressure or electrical field strength), the system will readjust itself to a new position of the chemical equilibrium or return to the original position, if the perturbation is temporary. The readjustment is known as chemical relaxation. In many cases, and in particular when the displacement from equilibrium is slight, the progress of the system towards equilibrium can be expressed as a first-order law:
where (Ceq)1 and (Ceq)2 are the equilibrium concentrations of one of the chemical species involved in the reaction before and after the change in the external parameter, and Ct is its concentration at time t. The time parameter t, named relaxation time, is related to the rate constants of the chemical reaction involved. |
თუ ქიმიური რეაქციის წონასწორული ნარევი დარღვეულია უეცარი ცვლილებით, განსაკუთრებით ზოგიერთი გარე პარამეტრის (როგორიცაა ტემპერატურა, წნევა ან ელექტრული ველის სიძლიერე) მიერ, სისტემა ხელახლა დაარეგულირებს ქიმიური წონასწორობის ახალ მდგომარეობას ან დაუბრუნდება საწყისს, თუ დამრღვევი ფაქტორი დროებითია. ამგვარ რეგულირებას ეწოდება ქიმიური რელაქსაცია. ხშირ შემთხვევაში, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წონასწორობიდან გადახრა უმნიშვნელოა, წონასწორობისკენ სისტემის სწრაფვა შეიძლება გამოისახოს პირველი რიგის რეაქციის კანონით:
სადაც (Ceq)1 და (Ceq)2 არის რეაქციაში მონაწილე ერთ-ერთი ქიმიური ნაწილაკის წონასწორული კონცენტრაცია გარე პარამეტრის ცვლილებამდე და მის შემდეგ, და Ct არის მისი კონცენტრაცია დროის t მომენტში. დროის პარამეტრი t, რელაქსაციის დრო, დაკავშირებულია აღნიშნული ქიმიური რეაქციის სიჩქარის მუდმივებთან. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1096 |