ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

amides ამიდები
1.Derivatives of oxoacids RkE(=O)l(OH)m (l ≠ 0) in which an acidic hydroxy group has been replaced by an amino or substituted amino group. Chalcogen replacement analogues are called thio-, seleno- and telluro-amides. Compounds having one, two or three acyl groups on a given nitrogen are generically included and may be designated as primary, secondary and tertiary amides, respectively, e.g.

benzamide,

N,N-dimethylmethanesulfonamide,

secondary amides (see imides ),

tertiary amides,

phenylphosphonamidic acid.

Notes:

  1. Amides with NH2, NHR and NR2 groups should not be distinguished by means of the terms primary, secondary and tertiary.
  2. Derivatives of certain acidic compounds RnE(OH)m, where E is not carbon (e.g. sulfenic acids, RSOH, phosphinous acids, R2POH) having the structure RnE(NR2)m may be named as amides but do not belong to the class amides proper, e.g. CH3CH2SNH2 ethanesulfenamide or ethylsulfanylamine.

2.The term applies also to metal derivatives of ammonia and amines, in which a cation replaces a hydrogen atom on nitrogen. Such compounds are also called azanides, e.g.

lithium diisopropylamide, synonym lithium diisopropylazanide.

1.ოქსომჟავების წარმოებულები RkE(=O)l(OH)m (l ≠ 0), რომელშიც მჟავას ჰიდროქსილის ჯგუფი შეცვლილია ამინო ჯგუფით ან ჩანაცვლებული ამინო ჯგუფით. ქალკოგენების ანალოგიურ ჩანაცვლებულებს უწოდებენ თიო-, სელენო- და ტელურო-ამიდებს. ნაერთები, რომლებშიც აზოტთან დაკავშირებულია ერთი, ორი ან სამი აცილური ჯგუფი, შეიძლება იწოდებოდეს, შესაბამისად, პირველად, მეორეულ და მესამეულ ამიდებად. მაგალითად:

ბენზამიდი,

N,N-დიმეთილმეთანსულფონამიდი,

მეორეული ამიდები (იხ. იმიდები),

მესამეული ამიდები,

ფენილფოსფონამიდის მჟავა.

შენიშვნები:

  1. NH2, NHR და NR2 ჯგუფების მქონე ამიდები არ უნდა განისაზღვრებოდეს ტერმინებით პირველადი, მეორეული და მესამეული.
  2. გარკვეული მჟავური ნაერთების RnE(OH)m წარმოებულები, სადაც E არ არის ნახშირბადი (მაგ. სულფენმჟავები, RSOH, ფოსფინის მჟავები, R2POH) RnE(NR2)m სტრუქტურის მქონე შეიძლება დასახელდეს ამიდებად, მაგრამ არ მიეკუთვნება ამიდების კლასს, მაგალითად, CH3CH2SNH2 ეთანსულფენამიდი ან ეთილსულფანილამინი.

2.ტერმინი ასევე ეხება ამიაკის და ამინების მეტალთან ნაერთებს, რომლებშიც კატიონი ანაცვლებს აზოტთან დაკავშირებულ წყალბადატომს. ასეთ ნაერთებს აზანიდებსაც უწოდებენ, მაგალითად:

ლითიუმის დიიზოპროპილამიდი, სინონიმი: ლითიუმის დიიზოპროპილაზანიდი.

See also: carboxamides | lactams | peptides | phosphoramides | sulfonamides | ასევე იხილეთ: კარბოქსამიდები | ლაქტამები | პეპტიდები | ფოსფორამიდები | სულფონამიდები |
Source | წყარო:

1.PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1315

2.PAC, 1993, 65, 1357 (Revised nomenclature for radicals, ions, radical ions and related species (IUPAC Recommendations 1993)) on page 1357