ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
activated carbon | გააქტიურებული ნახშირბადი |
A porous carbon material, a char which has been subjected to reaction with gases, sometimes with the addition of chemicals, e.g. ZnCl2, before, during or after carbonization in order to increase its adsorptive properties. Note: Activated carbons have a large adsorption capacity, preferably for small molecules, and are used for purification of liquids and gases. By controlling the process of carbonization and activation, a variety of active carbons having different porosity can be obtained. Activated carbons are used mainly in granular and powdered forms, but can also be produced in textile form by controlled carbonization and activation of textile fibres. Other terms used in the literature: active carbons, active charcoals. | ფოროვანი ნახშირბადოვანი მასალა, ნახშირი, რომელიც დამუშავებულია აირებით (ზოგჯერ ქიმიკატებითაც, მაგალითად, ZnCl2-ით), რის შედეგადაც გაზრდილია მისი ადსორბციული თვისებები. ასეთი დამუშავება ტარდება მასალის დანახშირების პროცესამდე, მისი მიმდინარეობისას ან მის შემდეგ. Შენიშვნა: გააქტიურებულ ნახშირბადს აქვს ადსორბციის მაღალი უნარი, განსაკუთრებით მცირე ზომის მოლეკულების შემთხვევაში და გამოიყენება სითხეებისა და აირების გასაწმენდად. სხვადასხვა ფორიანობის მქონე გააქტიურებული ნახშირბადის მიღება შესაძლებელია კარბონიზაციისა და აქტივაციის პროცესის რეგულირებით. გააქტიურებული ნახშირბადი გამოიყენება ძირითადად მარცვლოვანი ან ფხვნილის ფორმით, მაგრამ ასევე შეიძლება დამზადდეს ქსოვილის სახითაც, რაც მიიღწევა კონტროლირებადი კარბონიზაციითა და მიღებული ქსოვილის ბოჭკოების გააქტიურებით. ლიტერატურაში გამოიყენება ასევე ტერმინები: აქტიური ნახშირბადი, აქტიური ნახშირი. |
See also: activated charcoal | ასევე იხილეთ: გააქტიურებული ნახშირი |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 476 |